ოზურგეთის ''მერცხალი'' შესაძლოა გაიყიდოს
Aa
Aa

ოზურგეთის ''მერცხალი'' შესაძლოა გაიყიდოს

საფეხბურთო კლუბი ოზურგეთის ''მერცხალი'' შესაძლოა გაიყიდოს. ამ თემაზე ინფორმაციას ტელეკომპანია Guria Tv ავრცელებს. ''მერცხალის'' გაყიდვის მიზეზად ოზურგეთის მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ კლუბის მცირე დაფინანსება დაასახელა. მისი თქმით მცირე დაფინანსების გამო ''მერცხალის'' განვითარება შეფერხებულად მიმდინარეობს.

გასულ თვეში ოზურგეთული გუნდის ფეხბურთელებმა სახელფასო სისტემა გააპროტესტეს და ორი დღე სავარჯიშო პროცესი შეწყვეტილი იყო. 

კლუბის დირექტორმა მამუკა გოგუაძემ Guria Tv-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ''ფეხბურთელები უყურადღებოდ არ უნდა დარჩნენ, თუმცა დაფინანსების საკითხის მოგვარება საკმაოდ რთული იქნება. ''მერცხალს'' ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. რეგიონალურ ლიგაში საბონუსე სისტემაა და მოთამაშები გამარჯვების შემთხვევაში პრემიას იღებენ. ფონდიდან ჩვენი კლუბი 50 000 ლარით ფინანსდება. 25 000 სახელფასო და საპრემიო დაფინანსებას ხმარდება, 7 000 ფეხბურთის ფედერაციაში მიდის მოსაკრებელის სახით, 18 000 ლარი კი ინვენტარის შეძენისთვის, კვებისთვის, მგზავრობისთვის და სხვა საკითხების მოგვარებისთვისაა განკუთვნილი.''

საფეხბურთო კლუბი ''მერცხალი'' ამჟამად საქართველოს რეგიონალურ ლიგაში ასპარეზობს, თუმცა წლების წინ რანგით მეორე ლიგის ბინადარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები