''ჩელსი'' მორატას იგუაინში გაცვლას გეგმავს - კლუბებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია
Aa
Aa

''ჩელსი'' მორატას იგუაინში გაცვლას გეგმავს - კლუბებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია

ლონდონის ''ჩელსი'' მზადაა ტურინის ''იუვენტუსს'' ალვარო მორატა გონსალო იგუაინში გაუცვალოს. ''არისტოკრატების'' მთავარ მწვრთნელად მაურისიო სარი დაინიშნება, რომელიც იგუაინთან  ''ნაპოლიში'' მუშაობდა. 

La Gazetta dello Sport-ის ცნობით მორატას ტურინში დაბრუნება სურს, ''ჩელსი'' კი მზადაა ესპანელი ფორვარდი არგენტინელით შეცვალოს. კლუბებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია.

ესპანელი თავდამსხმელის სურვილი მასიმილიანო ალეგრის ჩანაფიქრს ემთხვევა.  ტურინის ''იუვენტუსის'' მთავარი მწვრთნელი მორატას ორი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა. 25 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ორივე ფეხით თამაში კარგად შეუძლია, ალეგრის ხელმძღვანელობით სერია ა-ში 15 გოლი შეაგდო.

იტალიაში გატარებული ორწლიანი პერიოდის შემდეგ მორატამ ლა ლიგაში დაბრუნება გადაწყვიტა. ორწლიანი პაუზის შემდეგ მან კვლავ მადრიდის ''რეალის'' ფორმა მოიგო, თუმცა ზიდანთან მუშაობა მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდა. ''სამეფო კლუბში'' მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის თასს ''ნისლიან ალბიონზე'' გამგზავრება მოყვა. სატრანსფერო თანხამ 58 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

რაც შეეხება იგუაინს, სერია ა-ს ჩემპიონი არგენტინელს 61 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს. მიმდინარე მუნდიალის მერვედფინალში არგენტინა 3:4 დამარცხდა საფრანგეთთან. იგუაინი სათადარიგო იყო. სამპაოლიმ არ ათამაშა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში გერმანული საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის ''ბორუსია'' ესპანელი ფორვარდის, ალვარო მორატას გადაბირების საკითხს განიხილავდა, გერმანული მედიის ცნობით ''ბორუსიას'' ხელმძღვანელები შემდეგ სეზონში გუნდის მთავარ ფორვარდად მორატას ხედავდნენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.  

''ნისლიან ალბიონზე'' მორატას დებიუტი გასულ წელს შედგა, როცა ''არიტოკრატებმა'' ესპანელი ფორვარდი 75 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ მადრიდის ''რეალიდან'' შეიძინეს. ლონდონური კლუბის ისტორიაში 75 მილიონი სარეკორდო თანხაა.

24 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის სადებიუტო სეზონში 31 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მის სათამაშო ფორმაზე  სეზონის მიმდინარეობისას მიღებული ტრავმები უარყოფითად აისახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები