რონალდუმ ''რეალს'' უარით უპასუხა - ''იუვენტუსი'' ტრანსფერზე მუშაობს
Aa
Aa

რონალდუმ ''რეალს'' უარით უპასუხა - ''იუვენტუსი'' ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური და ესპანური მედიის ცნობით ტურინის ''იუვენტუსი'' კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე მუშაობს. Tuttosport-ისა და AS-ის ცნობით იტალიური გრანდი და რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში მადრიდის ''რეალთან'' შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

Tuttosport-ის ცნობით ''ვალენსიადან'' მილანში გადასული ჟოაო კანსელოს ტრანსფერის განხორციელებაში ჟორჟე მენდეში მონაწილეობდა. სატრანსფერო თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა. მენდეში ამჯერად რონალდუს ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. 

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალში ''ლივერპულთან'' გამარჯვების შემდეგ რონალდუმ კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელს სურს ახალი გამოწვევა მიიღოს და განსხვავებულ გარემოში სცადოს შესაძლებლობების გამოვლენა.

კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის ''რეალის'' შეთავაზებას ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით უარით უპასუხა. მადრიდულმა გუნდმა ყოველწლიური ხელფასის სახით პორტუგალიელს 26,7 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა, თუმცა 33 წლის ფეხბურთელი წინადადებას არ დათანხმდა.

''იუვენტუსს'' 1996 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება არ მოუგია. კლუბის ხელმძღვანელებს სურთ რონალდუს გადაბირებით ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ტრიუმფატორები გახდნენ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ''რეალიდან'' შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

''უახლოეს პერიოდში მადრიდის ''რეალის'' გულშემატკივრებს მივმართავ. ახლა დასვენების დროა, შემდეგ შევუერთდები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს და გავაკეთებ განცხადებას უახლოეს რამდენიმე კვირაში. ''რეალში'' გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო. ჩვენ შევქმენით ისტორია'' - აღნიშნა პორტუგალიელმა ''ლივერპულთან'' მოგებული მატჩის შემდეგ

 Bein Sports-ის ჟურნალისტის კითხვას  ''რეალთან'' დაკავშირებით რატომ ისაუბრა წარსულ დროში, რონალდუმ შემდეგი პასუხი გასცდა: '' ვფიქრობ დღეს ეს არ არის მნიშვნელოვანი. გამარჯვებით ვტკბებით და ''რეალის'' ნებისმიერი მოთამაშის მომავალი დღეს უმნიშვნელოა. ვნახოთ რა მოხდება მომავალში.''

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონის გათამაშების ფინალში მადრიდის ''რეალმა'' კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 3:1 დაამარცხა ''ლივერპული.'' 

1992 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება იმართება. რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მან პირველად ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' ერთად 2008 წელს მოიგო აღნიშნული გათამაშება. 2009 წლიდან ''რეალის'' ფეხბურთელია და ''სამეფო კლუბთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია. ასევე რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 120 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები