„ფორმულა 1“ - საუკეთესოების ათეული
Aa
Aa

„ფორმულა 1“ - საუკეთესოების ათეული

ფორმულა 1-ის ჩემპიონატში მონაწილე საჯინიბოების ბოსებმა 2015 წლის სეზონის საუკეთესო პილოტების ათეული შეადგინეს. თითეულს უნდა დაესახელებინა ტოპ-ათეულის საკუთარი ვერსია. პილოტებს ქულები ჩემპიონატში მოქმედი სისტემის მიხედვით ერიცხებოდათ: 25 ქულა პირველ ადგილს და ა. შ.

პირველი ადგილი მსოფლიოს ჩემპიონს ლუის ჰემილტონს ერგო, მეორე - სეზონის მესამე პილოტს სებასტიან ფეტელს, მესამე - ვიცე-ჩემპიონს ნიკო როსბერგს... აღვნიშნავთ ჩემპიონატის დებიუტანტის მაქს ფერსტაპენის მეოთხე ადგილს.

 

ბოსების მიერ შედგენილი TOP10 ასე გამოიყურება:

 

1. ლუის ჰემილტონი - 229 ქულა

2. სებასტიან ფეტელი -180

3. ნიკო როსბერგი - 113

4. მაქს ფერსტაპენი - 77

5. დანიილ კვიატი - 69

6. ფერნანდო ალონსო - 57

7. ვალტერი ბოტასი - 52

8. სერზიო პერესი - 48

9. დანიელ რიკარდო - 47

10. კიმი რაიკონენი - 37

 

წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, ჰემილტონმა აღიარა, რომ მისი ურთიერთობა თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან ისევ დაძაბული იქნება.

"როსბერგთან ურთიერთობა უკეთესი იყო, ვიდრე გასულ წელს, თუმცა, რა თქმა უნდა, დაძაბულობა რჩება. მაგრამ ეს ნორმალურია მაშინ, როცა ვიღაცასთან იბრძვი. კონკურენტთან ურთიერთობა ვერ დაემსგავსება საუკეთესო მეგობართან ურთიერთობას.

 

მომდევნო სეზონში ერთი წლით უფროსები ვიქნებით, გამოცდილება მეტი გვექნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სირთულეები მაინც წარმოიშვება. და ასე გაგრძელება იქამდე, სანამ ერთ გუნდში ვიქნებით" - განაცხადა ჰამილტონმა.

ცხელი ამბები