მანდანდა:
Aa
Aa

მანდანდა: "დაცვაში უკეთ თამაში გვმართებს...მესის ხომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია"

შაბათს მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალები დაიწყება და პირველი შეხვედრა ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს - საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდება.

რა თქმა უნდა ცუდია, როდესაც ორი ასეთი დონის გუნდი ერთმანეთს ადრეულ ეტაპზევე ხვდება, მაგრამ რომელიმე მათგანს სახლში წასვლა მოუწევს.

ფრანგების სათადარიგო გოლკიპერმა სტივ მანდანდამ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აქცენტი მესიზე გააკეთა.

„ჩვენ დაცვაში უკეთ თამაში გვმართებს. ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიდგეთ, მესის ხომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

ვიცით, რომ ჩვენ გვაფრთხილებენ. შემადგენლობაში გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ლა ლიგაში მესის მხარდამხარ, ან მის წინააღმდეგ უთამაშიათ.

ვიცით, თუ რა გველოდება შაბათს, მაგრამ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომ თავი კარგად დავიცვათ და მათ ზიანი მივაყენოთ.

ჯერჯერობით არგენტინელთა თამაში არ მინახავს და ანალიზი არ გამიკეთებია, თუმცა ვიცით რომ მათ ჰყავთ მოთამაშე, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

არგენტინლები მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებენ. ჯგუფიდან გასვლა გაურთულდათ, თუმცა ეს მაინც მოახერხეს. მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი და არგენტინა ერთმანეთს შაბათს თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები