Aa
Aa

"იუვენტუსი" გოდინის შეძენას გეგმავს - ტურინელები გამოსასყიდ თანხას იხდიან

Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაცვის ლიდერის დიეგო გოდინის შეძენას გეგმავს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კონტრაქტში გოდინის გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევროა მითითებული.

„ბებერ ქალბატონს“ უკანა ხაზის გაძლიერება სურს, რადგან გუნდის დატოვებას ბენატია და რუგანი გეგმავენ.

„იუვე“ მზადაა, რომ გოდინის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და გამოცდილი უკანახაზელი გაიფორმოს.

ბუნებრივია, რომ „ატლეტიკო“ თავის ერთ-ერთ ლიდერს ასე მარტივად არ დათმობს და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას შეეცდება.

32 წლის დიეგო გოდინი „ატლეტიკოს“ ღირსებას 2010 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 350 შეხვედრაში 23 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები