ზაზა ფაჩულიამ
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიამ "საკრამენტოსთან" სეზონის მე-11 ორმაგი დუბლი მიითვალა

1-ელ დეკემბერს, დილით, ზაზა ფაჩულიას "დალასი" სტუმრად "საკრამენტოს" შეხვდა და ანგარიშით 98:112 დამარცხდა. 

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:31 წუთი გაატარა. ფაჩულიამ "საკრამენტოსთან" რიგით მე-11 ორმაგი დუბლი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 13 ქულა, 10 მოხსნა და ერთი პასი მიითვალა. ამასთან ერთად, ზაზამ ბურთი ორჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, ფაჩულია (16) "დალასის" შემადგენლობაში საუკეთესო გახდა, ხოლო ქულებით მხოლოდ ჩენდლერ პარსონს (14 ქულა) ჩამორჩა.

ამ წაგების შემდეგ "დალასს" 10 მოგებასთან ერთად 8 მარცხი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე დაქვეითდა.

მომდევნო შეხვედრას "დალასი" სტუმრად "პორტლენდთან" 2 დეკემბერს, ჩვენი დროით 07:00 საათზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები