ოფიციალურად კეიტა ''ლივერპულის'' ფეხბურთელია - აფრიკელი 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
Aa
Aa

ოფიციალურად კეიტა ''ლივერპულის'' ფეხბურთელია - აფრიკელი 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ ''ლაიფციგის'' ყოფილი ნახევარმცველი ნაბილ კეიტა კარიერას ''ლივერპულში'' გააგრძელებს. აფრიკელი ფეხბურთელი უახლოესი ორშაბათიდან ''ლივერპულთან'' ერთად ''მელვუდის'' ბაზაზე მოემზადება.

''არჩევანი ''ლივერპულის'' სასარგებლოდ გავაკეთე. კლუბთან შეთანხმებამდე სადიო მანეს საკმაოდ ბევრი ვესაუბრე. მან ბევრი რამ მითხრა გუნდისა და კლუბის შესახებ. ბედნიერი და მოხარული ვარ ''ლივერპულთან'' მიღწეული შეთანხმებით. იურგენ კლოპთან საუბრის შემდეგ წარმატების მიღწევის უდიდესი სურვილი და მოტივაცია მაქვს. მსურს შემდეგ სეზონში ''ლივერპულმა'' უფრო წარმატებულად ითამაშოს'' - აღნიშნა კეიტამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

23 წლის ფეხბურთელმა გასული ორი წელი ''ლაიფციგში'' გაატარა. ბუნდესლიგური კლუბის მაისურით 71 მატჩში 17 გოლი შეაგდო.

ფეხბურთელი ''ლაიფციგიდან'' 53 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''ლივერპულში'' გადავიდა. მხარეებმა შეთანხმებას გასულ წელს მიაღწიეს, რომლის მიხედვით მოთამაშე ''ლივრპულისთვის'' 2018 წლის ზაფხულიდან ითამაშებდა.

აფრიკელი ნახევარმცველი იურგენ კლოპის გუნდს ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე შეუერთდება. მისი დებიუტი შესაძლოა 7 ივლისს შედგეს, როცა ''ლივერპული'' ამხანაგურ მატჩში ''ჩესტერს'' შეხვდება. იურგენ კლოპმა სეზონის დაწყებამდე 9 ამხანაგური მატჩი დაგეგმა. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალის მონაწილე აშშ-ში ტურნეს გამართავს.

''ლივერპულს'' კეიტას გარდა ასევე შეუერთდება ფაბინიო, რომელიც გასული სეზონის დაწყების შემდეგ 44 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''მონაკოდან'' ინგლისურ კლუბში გადავიდა.

ნაბილ კეიტა 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. წარსულში 8 ნომრით კლუბის ლეგენდა სტივენ ჯერარდი ითამაშებს. მაისური კეიტას ''რეინჯერსის'' მთავარმა მწვრთნელმა გადასცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები