ჟოზე მოურინიო: ლონდონის „ჩელსი“ ძალიან კომფორტულ სიტუაციაშია
Aa
Aa

ჟოზე მოურინიო: ლონდონის „ჩელსი“ ძალიან კომფორტულ სიტუაციაშია

პრემიერლიგის 31-ე ტურის დაწყებამდე ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ინგლისის ჩემპიონატში ტიტულის მოპოვების შანსებზე ისაუბრა.

 

"ჩემპიონატის მოსაგებად "ჩელსის" 9 მატჩში 6 მოგება და ერთი ფრე სჭირდება. ასეთ ვითარებაში ყოფნას ნებისმიერი კლუბი ინატრებდა.
თუ ჩემპიონის ტიტულს ბოლო სათამაშო დღეს მოვიპოვებთ, კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები. ახლა კი არ ვფიქრობ, თუ როდის და როგორ შეიძლება მოხდეს ეს" - აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ 30 ტურის შემდეგ "ჩელსი" სატურნირო ცხრილს 67 ქულით ლიდერობს, "სტოკ სიტისთან" შეხვედრას კი მოურინიოს გუნდი 4 აპრილს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები