ლევანდოვსკი გინესის რეკორდების წიგნში
Aa
Aa

ლევანდოვსკი გინესის რეკორდების წიგნში

მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის ოთხი რეკორდი, რომელიც პოლონელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მე-6 ტურში “ვოლფსბურგთან” (5:1) შეხვედრაში დაამყარა, გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად შეიტანეს.

წიგნში შემდეგი რეკორდები მოხვდა: ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქი (3 წუთი 22 წამი), ყველაზე სწრაფი ოთხი გოლი (5 წუთი 42 წამი), ყველაზე სწრაფი ხუთი გოლი (8 წუთი 59 წამი) და შეცვლაზე გამოსული ფეხბურთელის მიერ გატანილი ყველაზე მეტი გოლი (5).

აქამდე ბუნდესლიგაში ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქით რეკორდსმენი “დუისბურგის” მოთამაშე მიკაელ ტენისი იყო, რომელმაც 1991 წელს “კარლსრუეს” სამი გოლი ექვს წუთში გაუტანა. სხვა სამი რეკორდი პირველად დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები