შედგება პარიზულ-მანჩესტერული გაცვლა?
Aa
Aa

შედგება პარიზულ-მანჩესტერული გაცვლა?

ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, პსჟ“-ს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პოლ პოგბას შეძენა სურს.

წყაროს ცნობით, პარიზელები მზად არიან გარიგებაში მარკო ვერატიც ჩართონ.

ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიოს ვერატის შეძენა სურს და საამისოდ ამჯერად კარგი შანსიც ეძლევა.

„იუნაიტედმა“ პოგბა 118 მილიონ ევროდ შეიძინა და კლუბში თვლიან, რომ ფრანგმა მასში გადახდილი თანხა ვერ გაამართლა.

ამ ყველაფრისა და პოგბა-მოურინიოს ცუდი ურთიერთობის გათვალისწინებით ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია.

თავად ვერატის, გუნდის შეცვლა პრაქტიკულად ყოველ წელს სურს, თუმცა საბოლოოდ „პსჟ“ მის გადარწმუნებას ცდილობს.

ამრიგად, პარიზული კლუბი გარკვეულ თანხასთან ერთად „მანჩესტერს“ მარკო ვერატისაც დაუთმობს, თუ ინგლისელები პოგბას დათმობაზე დათანახმდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები