კობის ბოლო სეზონი
Aa
Aa

კობის ბოლო სეზონი

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი ეპოქა სრულდება. "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდამ კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ ეს სეზონი ბოლო იქნება მის კარიერაში.

"ჩემი გული გაუძლებს დარტყმებს, ჩემი გონება გაუმკლავდება რუტინას, მაგრამ ჩემმა სხეულმა იცის, რომ მოვიდა დრო კალათბურთს ვუთხრა - "მშვიდობით". და ეს ნორმალურია", - წერია კობის განცხადებაში.

ბრაიანტმა ბოლო ორ სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 41 მატჩი ჩაატარა. კალათბურთელის მოქმედი კონტრაქტი "ლეიკერსთან" 2015-16 წლების სეზონის ბოლოს იწურება.

კობი 1996 წლიდან თამაშობდა "ლეიკერსში". ამ გუნდის შემადგენლობაში ის ხუთჯერ გახდა ჩემპიონი (2000, 2001, 2002, 2009, 2010). 2009 წელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, 2009 და 2010 წლებში გახდა ფინალური სერიის MVP, 17-ჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და ოთხჯერ დასახელდა საუკეთესოდ. 2014 წელს, მან ლიგის საუკეთესო სნაიპერთა სიაში მაიკლ ჯორდანს გაუსწრო და მხოლოდ ქარიმ-აბდულ ჯაბარსა და კარლ მელოუნს ჩამორჩება. აგრეთვე, ბრაიანტი ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში.

არ არის გამორიცხული, კობის NBA-ის წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგაც მოუწიოს თამაში. ლაპარაკია მის სავარაუდო გამოსვლაზე რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ეროვნული ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ.

"კობიმ ბევრი რამ გააკეთა კალათბურთისთვის, ის ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში, - მოჰყავს ESPN-ის სიტყვები კოლანჯელოს. - ბრაიანტი ნაკრებს დაეხმარა პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადებზე და დაიმსახურა რიოში გამოსვლის შანსი".

გუშინ, კობიმ მორიგი მატჩი ჩაატარა რეგულარული სეზონში - მისი განცხადების შემდეგ, "ლეიკერსი" "ინდიანას" შეხვდა. რა თქმა უნდა, მთელი ყურადღება კობისკენ იყო მიპყრობილი. და მან თითქმის არ გაუცრუა იმედები გულშემატკივრებს. "ლეიკერსმა" ბოლო მეოთხედში მოახერხა ოთხქულიანი ჩამორჩენის გაბათილება, როცა სირენამდე 10 წამით ადრე, ბრაიანტმა, როგორც ამას ახალგაზრდობაში აკეთებდა, ურთულესი სამქულიანი ჩააგდო. მაგრამ ხუთი წამის შემდეგ, კობიმ იგივე ვეღარ გაიმეორა და "ლეიკერსი" დამარცხდა.

კობის 20 სეზონი
სეზონი მ ქ პ მ ქ პ
1996/97 71 7,6 1,3 პლეი ოფი: 9 8,2 1,2
1997/98 79 15,4 2,5 პლეი ოფი: 11 8,7 1,5
1998/99 50 19,9 3,8 პლეი ოფი: 8 19,8 4,6
1999/00 66 22,5 4,9 პლეი ოფი: 22 21,1 4,4
2000/01 68 28,5 5,0 პლეი ოფი: 16 29,4 6,1
2001/02 80 25,2 5,5 პლეი ოფი: 19 26,6 4,6
2002/03 82 30,0 5,9 პლეი ოფი: 12 32,1 5,2
2003/04 65 24,0 5,1 პლეი ოფი: 22 24,5 5,5
2004/05 66 27,6 6,0 პლეი ოფი: -
2005/06 80 35,4 4,5 პლეი ოფი: 7 27,9 5,1
2006/07 77 31,6 5,4 პლეი ოფი: 5 32,8 4,4
2007/08 82 28,3 5,4 პლეი ოფი: 21 30,1 5,6
2008/09 82 26,8 4,9 პლეი ოფი: 23 30,2 5,5
2009/10 73 27,0 5,0 პლეი ოფი: 23 29,2 5,5
2010/11 82 25,3 4,7 პლეი ოფი: 10 22,8 3,3
2011/12 58 27,9 4,6 პლეი ოფი: 12 30,0 4,3
2012/13 78 27,3 6,0 პლეი ოფი: -
2013/14 6 13,8 6,3 პლეი ოფი: -
2014/15 35 22,3 5,6 პლეი ოფი: -
2015/16 13 15,5 3,4

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები