სარი ლონდონის ''ჩელსისთან'' ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს
Aa
Aa

სარი ლონდონის ''ჩელსისთან'' ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს

ბრიტანული მედიის ცნობით დღეს, 25 ივნისს იტალიელი სპეციალისტი მაურისიო სარი ლონდონის “ჩელსის’’ საწვრთნელ ბაზას ეწვევა. “არისტოკრატებსა’’ და 59 წლის სარის შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. პრემიერლიგაში “ნაპოლის’’ ყოფილი მთავარი მწვრთნელის წლიური ხელფასი 5,3 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება. შეთანხმების შემთხვევაში ორწლიანი მუშაობის შემდეგ მხარეები ახალ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

“ჩელსი’’ სარის გადაბირებისთვის ნეაპოლურ კლუბს 4.5 მილიონი ფუნტი სტერლინგს გადაუხდის. სარი თანამემამულე ანტონიო კონტეს შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში “არისტოკრატებმა’’ ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვეს.

რაც შეეხება იტალიურ კლუბს, “ნაპოლი’’ კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა, რომელიც 2009-11 წლებში ‘‘ჩელსის’’ მთავარი მწვრთნელი იყო. ლონდონური კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას 9 ივლისს დაიწყებს, 23 ივლისს კი სარის ხელმძღვანელობით პირველ ამხანაგურ მატჩს ავსტრალიაში გამართავს.

სარის ფორმაციის ‘‘ჩელსიში’’ შესაძლოა “იუვენტუსის’’ მცველი დანიელე რუგანი და ურუგვაელი მატიას ვესინო ვიხილოთ. სარი რუგანისა და ვესინოს “ემპოლიში’’ წვრთნიდა. ამავე პერიოდში სარის გუნდში ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე ირიცხებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები