მარსიალი ''იუვენტუსში'' გადასვლასთან ახლოსაა - 22 წლის ფრანგი სერია ა-ში
Aa
Aa

მარსიალი ''იუვენტუსში'' გადასვლასთან ახლოსაა - 22 წლის ფრანგი სერია ა-ში

საფეხბურთო კლუბ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელი ანტონი მარსიალი ტურინის ''იუვენტუსში'' გადასვლასთან ახლოსაა. 22 წლის მოთამაშეს ''წითელ ეშმაკებთან'' ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა ჟოზე მოურინიო მისდამი დიდ ნდობას არ ამჟღავნებდა. France Football-ის ცნობით ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო თანხა 86 მილიონი ევროა.

calciomercato-ს ცნობით ფეხბურთელი სერია ა-ს ჩემპიონს თითქმის შეუთანხმდა, თუმცა გუნდებს შორის მოლაპარაკება არ დასრულებულა.''იუვენტუსის'' მხრიდან მარსიალისადმი დაინტერესების შესახებ ინფორმაციას Mirror-ი მიმდინარე წლის აპრილში ავრცელებდა. ტრანსფერის განხორციელების ალბათობა დიდია.

ფეხბურთელის აგენტ ფილიპე ლემბოლის თქმით, გასული სეზონის შემდეგ ფეხბურთელი გუნდის დატოვებაზე ფიქრობს. აგენტის აზრით მარსიალისთვის კლუბის შეცვლა უმჯობესია.

''მანჩესტერ იუნაიტედი'' მარსიალს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობდა, მაგრამ მას დარჩენა არ სურს. ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება 7 თვე მიმდინარეობდა და შეთანხმება არ შედგა'' - აღნიშნა ფეხბურთელის აგენტმა Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მიმდინარე თვეში Sun-ის ცნობით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი საფეხბურთო კლუბი მარსიალის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვდა. 

''მანჩესტერ იუნაიტედის'' გარდა მარსიალის შეძენა ''არსენალს,'' ''ჩელსისა'' და ''ტოტენჰემს'' სურთ. ამჟამად მარსიალის ყოველკვირეული ხელფასი  65000 ფუნტი სტერლინგია.

2015 წელს ''წითელმა ეშმაკებმა'' ''მონაკოს'' მარსიალის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადეს.

მარსიალს ''მანჩესტერ იუნაიტედის'' გარდა ''ლიონსა'' და ''მონაკოში'' უთამაშია. 2015 წლიდან მოყოლებული პრემიერლიგის 86 მატჩში 24 გოლი შეაგდო და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი 2018 წლის საფრანგეთის სამუნდიალო განაცხადში ვერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები