საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში “კრალოვკა არენაზე”
Aa
Aa

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში “კრალოვკა არენაზე”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პრაღის “კრალოვკა არენაზე” პირველი ვარჯიში გამართა. თბილისიდან სტამბოლის გავლით ჩეხეთში ჩასული ნაკრების წევრები ილიას ზუროსმა დიდად არ დატვირთა. კალათბურთელებმა ძირითადად მოთელვები შეასრულეს, სროლებში და მცირეოდენ კომბინაციებში ივარჯიშეს და დასასვენებლად სასტუმროში გაბრუნდნენ.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მოთამაშეები 21 ივლისს მხოლოდ საღამოს ივარჯიშებენ, სადაც ჩეხეთთან 22 ივნისს დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის გენერალურად მოემზადებიან. რაც შეეხება მოთამაშეთა მზადყოფნას, ტრავმა არავის აწუხებს. თბილისში, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ფეხნატკენმა მიხეილ ბერიშვილმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. 

საქართველოს ნაკრები პრაჟის “კრალოვკა არენაზე” 2 საკონტროლო მატჩს გამართავს ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან. 22 ივნისის მატჩს, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ჩეხეთის ტელევიზია გადმოსცემს https://www.ceskatelevize.cz/sport/zive-vysilani/ რაც შეეხება მეორე, 23 ივნისს დაგეგმილ მატჩს, იგი დახურული იქნება. მატჩის დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება და არ იწარმოებს არც სტატისტიკა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მოთამაშეები, რომლებიც პირველად ითამაშებენ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში : 
19 წლის ლუკა ბულაშვილი , პოზიცია 1/2 , სიმაღლე 192 , გუნდი- გრან კანარია (ესპანეთი) ;
17 წლის რატი ანდრონიკაშვილი, პოზიცია 1/2, სიმაღლე 188, გუნდი- ბასკონია(ესპანეთი) ;
31 წლის თად მაკფადენი, პოზიცია 1/2, სიმაღლე 188, გუნდი - კიმისი(საბერძნეთი);
19 წლის სანდრო მამუკელაშვილი, პოზიცია 3/4, სიმაღლე 208, გუნდი სეტონ ჰოლი(ამერიკა). 
ეროვნული ნაკრების 14 კაციანი შემადგენლობა ჩეხეთში იმყოფება და ადგილობრივ გუნდებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები