აზარი:
Aa
Aa

აზარი: "თუ „რეალს“ ჩემი შეძენა სურს, მათ იციან რაც უნდა გააკეთონ"

ბელგიის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ათიანმა ედენ აზარმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და საკმაოდ ბუნდოვანი კომენტარი გააკეთა.

„ამ თემაზე ახლა საუბარი არ მსურს. ეს კითხვა უკვე ბევრჯერ დამისვეს და მსურს კონცენტრაცია მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვახდინო.

როგორც ადრე ვთქვი, „ჩელსისთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გარდა ყველაფერი მოვიგე. დღეს, რომ ასეთ დონეზე ვარ, ეს „არისტოკრატების“ დამსახურებაა.

ძალიან ადვილი იქნებოდა, რომ გუნდი დამეტოვებინა და მეთქვა - მე ყველაფერი გავაკეთე და ჩემი თავი ამოვწურე.

იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ „ჩელსი“ გაძლიერდება და გასული სეზონის მსგავსი წელი აღარ გვექნება.

„რეალს“ შეუძლია ჩემით დაინტერესედეს, ამის შესახებ უკვე ყველამ იცის.

თუ მადრიდელები ხვალ ჩემით აღარ დაინტერესდებიან, ხალხი ამ ამბავს მალევე დაივიწყებს.

თუ „რეალს“ ჩემი შეძენა სურს, მათ იციან რაც უნდა გააკეთონ.

მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ჰქონდეს სამომავლო გეგმა. მე „ჩელსიში“ გეგმა ჯერ კიდევ მაქვს.

თუ კარგი მსოფლიო ჩემპიონატი მექნება, მაშინ ყველაფერი გამარტივდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები