მოურინიოს ვილიანის შეძენა სურს
Aa
Aa

მოურინიოს ვილიანის შეძენა სურს

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" შემტევი ფეხბურთელის ვილიანის გადმობირებას გეგმავს და მზადაა მის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ჟოზე მოურინიოს 29 წლის გარემარბით მოხიბლულია და მიაჩნია, რომ მას "იუნაიტედის" შეტევითი პოტენციალის ამაღლება შეუძლია. შეგახსენებთ რომ ლონდონის ჩელსიში ყოფნისას ბრაზილიელი დონეცკის შახტარიდან სწორედ ჟოზემ გადმოიყვანა.

ვილიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე შვეიცარიის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა, თუმცა არისტოკრატებშის რიგებში პრემიერ ლიგის ეგიდით მხოლოდ 20 შეხვედრა დაიწყო.

ბრაზილიელმა სათადარიგო სკამზე ყოფნის შესახებ უკმაყოფილება არაერთხელ გამოხატა, მიუხედავად ამისა გასულ თვეს ჩელსის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული დაისაკუთრა.

მოურინიოს ბრაზილიელის გადმობირება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც სურდა მაგრამ ლონდონელები საოცარ ფორმაში მყოფი ვარსკლავის გაყიდვას არ დათანხმდნენ. ჟოზეს იმედი აქვს რომ ვილიანი იუნაიტედის შეტევას გამოაცოცხლებს და მომავალ სეზონში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ბრაზილიელ გარემარბს კონტრაქტის მიხედვით არისტოკრატების რიგებში ყოფნა კიდევ 2 წლის განმავლობაში მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები