''ძალიან ცუდად ვითამაშეთ'' - ''შვედეთთან მატჩი გადამწყვეტია''

სიახლე 18.06.2018
A+ A- 15:35

მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი პირველი ჰიპერსენსაცია მექსიკის ნაკრებმა შემოგვთავაზა, რომელმაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანიის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

პირველ ტურში გერმანიის მსგავსად ბრაზილიამ, არგენტინამ და ესპანეთმა ვერ მოიპოვეს გამარჯვებები.

გასული 4 ჩემპიონატის გამარჯვებულ ნაკრებთაგან 3 მომავალ მუნდიალზე ჯგუფიდან ვერ გავიდა. 2002 წელს ეს საფრანგეთს დაემართა, 2010 წელს იტალიას, ხოლო 2014 წელს - ესპანეთს. გამონაკლისი მხოლოდ ბრაზილიის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც 2002 წელს მუნდიალი მოიგო და 2006-შიც ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. შესაძლოა საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის მსგავსად გერმანიაც დიდ საფეხბურთო ფორუმს ჯგუფურ ეტაპზე დაემშვიდობოს.

''წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვერ მოახერხეს მოქმედმა ჩემპიონებმა შემდეგი მუნდიალის ჯგუფური ეტაპის გავლა, მაგრამ ჩვენ იგივე ბედს არ გავიზიარებთ, ჩვენ  შემდეგ ეტაპზე გავალთ'' - აღნიშნა მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრების დაცვითი ხაზი სუსტად გამოიყურება, იოახიმ ლიოვი რადიკალური ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს.

''პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ვერ შევძელით  ჩვეულ სტილში ასპარეზობა. მარცხის გამო პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ.

წარმატების მისაღწევად სირთულეების გადალახვა მოგვიწევს. შემდეგ მატჩში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. გოლის გატანის რამდენიმე შანსი გქვონდა, მაგრამ ბურთი კარში არ შედიოდა, არ გაგვიმართლა.

შეტევისას ჩვენს პასებს სიზუსტე და ეფექტურობა აკლდა. მექსიკის ნაკრები კონტრშეტევის განხორციელებას  ხშირად ახერხებდა. მეტოქის ნახევარზე ბურთის დაკარგვის შემდეგ ბევრი ნაპრალი ჩნდებოდა.

თამაშის გეგმა არ შეიცვლება. ჩვენთვის შემდეგი მატჩი  გადამწყვეტი იქნება.

შვედეთთან უნდა გავიმარჯვოთ. ახლა ჩვენ წნეხის ქვეშ ვართ, მაგრამ ამ თემაზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ შემდეგ შეხვედრაზე ვართ ორიენტირებულნი.''

1982 წლის შემდეგ გერმანიის ნაკრები მუნდიალის პირველ ტურში პირველად დამარცხდა.

მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ სენსაციური გამარჯვების შემდეგ განაცხადა: ''პირველ ტაიმში ვცდილობდით თავის დაცვას და კონტრშეტევებზე აქცენტის გაკეთებას. გოლის გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო.

მეტოქის მიმართ პატივისცემის მიუხედავად ვფიქრობ რომ პირველ ნახევარში მეტოქეზე გაცილებით უკეთ ვითამაშეთ.

მეორე ტაიმში გერმანიის ნაკრები დიდი შემართებით ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას. ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ რაც გერმანიის ნაკრებთან თამაშის გეგმა შევადგინეთ, რომელიც გულისხმობდა ორი სწრაფი გარემარბით სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებას. ერთ ფლანგზე ირვინგ ლოსანო და მეორე ფლანგზე მიგელ ლუინი, რომელიც ჩვენს გუნდში ყველაზე სწრაფია. საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის ფეხბურთელებით.''

23 ივნისს მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. F ჯგუფში კორეა მექსიკას შეხვდება, გერმანია კი - შვედეთს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში თბილისის "დინამომ"  მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე "მერანი" ამგარიშით 2:1 დაამარცხა...

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ჩემპიონთა ლიგის სტარტს გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ „რეკორდმაისტერი“ ჯგ...

გუშინ სტარტი ჩემპიონთა ლიგის ახალმა სეზონმა აიღო. პირველი დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა და რამდენიმე დაძაბული მატჩიც ვიხილეთ. "ინტერმა" გამარჯვების მ...

უზბეკეთის პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში ''ტობოლის'' ქართველი ლიდერები, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა მოხვდნენ. სიმბოლური გუნდი ყაზახურმ...

უზბეკეთის 2018 წლის საფეხბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალში ტაშკენტური დერბი შედგა. შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' 4:0 გაანად...

უზბეკეთის 2018 წლის საფეხბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალში ტაშკენტური დერბი შედგა. შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' 4:0 გაანად...

გუშინ სტარტი ჩემპიონთა ლიგის ახალმა სეზონმა აიღო. ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა, სადაც „ლივერპულმა“ „პსჟ&ld...

ესპანური Sport-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ 2019-2020 წლების სეზონში ისტორიული ფორმა ექნება. კლუბის 120...

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სოლომონ კვერკველიას დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა. D ჯგუფის პირველ ტურში თურქეთის ჩემპიონმა ''გალათასარაიმ'' საკუთარ მოე...

''არსენალის'' აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი ჩრდილოლონდონურ კლუბს ტოვებს. 53 წლის გაზიდისი ლონდონიდან ოქტომბერში გაემგზავრება, პირველი დეკემბრი...

გასულ უქმეებზე ლა ლიგის მეოთხე ტური გაიმართა. ესპანური ფეხბურთის გრანდებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ და "ბარსას" გარდა სასურველი შედეგის მიღწევა ვე...

ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივი'' გასვლით შეხვედრას სტამბოლის ''გალათასარაისთან'' ჩაატარებს. ...

CrystalSport-ი გთავაზობთ ყოველკვირეულ რუბრიკას, რომლითაც იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებს წარმოგიდგენთ. „პარმასთან&ldq...

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მეხუთე ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გახლდათ. "დეზებმა" ბოლომდე იბრძოლეს, მ...

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე დონეცკის ''შახტარმა''  სტუმრად 2:0 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ''ოლექსანდრია,'' რომელიც მარცხის მიუხედა...

MLS-ის დასავლეთ კონფერენციის ''სან ხოსემ'' მთავარი მწვრთნელი მაიკლ სტარე წარუმატებელი მუშაობის გამო გაათავისუფლა. 43 წლის შვედი ამერიკულ კლუბს 2017 წლ...

შაბათს აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ანგოლური „პრიმიერო დე აგოსტო“ და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი ...

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა გარეთ ბეილმა ესპანურ Marca-სთან საუბრისას გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. უელსელი ფეხბურთელი გასული წლის ჩემპ...

რეკომენდებული სიახლეები
ლევან გორგაძე "აკი ბაშო"-ზე გამოსვლას აგრძელებს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად იბრძვის, რისთვისაც კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირება სჭირდებ...
18.09.2018
შემოდგომის "აკი ბაშო"-ს მე-11 დღეს, ქართველი რიკიში, ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა! მონღოლი სუმოისტი ...
19.09.2018
''არსენალის'' აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი ჩრდილოლონდონურ კლუბს ტოვებს. 53 წლის გაზიდისი ლონდონიდან ოქტომბერში გაემგზავრება, პირველი დეკემბრი...
18.09.2018
MLS-ის დასავლეთ კონფერენციის ''სან ხოსემ'' მთავარი მწვრთნელი მაიკლ სტარე წარუმატებელი მუშაობის გამო გაათავისუფლა. 43 წლის შვედი ამერიკულ კლუბს 2017 წლ...
18.09.2018
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
18.09.2018
ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის პრესტიჟულ ტურნირზე ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც ნახევარ მილიონ ევროზე მეტია. ტურნირის სტარტზე...
18.09.2018
ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივი'' გასვლით შეხვედრას სტამბოლის ''გალათასარაისთან'' ჩაატარებს. ...
18.09.2018
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე დონეცკის ''შახტარმა''  სტუმრად 2:0 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ''ოლექსანდრია,'' რომელიც მარცხის მიუხედა...
18.09.2018
20-27 სექტემბერს ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.  საქართველოს ვაჟთა ნაკრები 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, ხოლო ქალებში, სამწუხა...
18.09.2018
გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მეხუთე ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გახლდათ. "დეზებმა" ბოლომდე იბრძოლეს, მ...
18.09.2018
გასულ უქმეებზე ლა ლიგის მეოთხე ტური გაიმართა. ესპანური ფეხბურთის გრანდებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ და "ბარსას" გარდა სასურველი შედეგის მიღწევა ვე...
18.09.2018
უკანასკნელი სიახლეები