პიანიჩი: რომში ყოველი 10 ადამიანიდან 8 „რომას“ გულშემატკივარია
Aa
Aa

პიანიჩი: რომში ყოველი 10 ადამიანიდან 8 „რომას“ გულშემატკივარია

„რომას“ სერბმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, ეროვნულ ნაკრებში საკუთარ თანაგუნდელ ედინ ჯეკოზე ისაუბრა. ფეხბურთელი ასევე მისი გუნდის მთავარ მეტოქესაც შეეხო და აღნიშნა, რომ დედაქალაქში „ლაციოს“ ძალიან ცოტა გულშემატკივარი ყავს.

 

„მე და ჯეკო ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მის დიდ სურვილს სერია ა-ში თამაში წარმოადგენს, რაც მას ჩემთვის არაერთხელ უთქვამს. ის „რომას“ ყურადღებით აკვირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ედინი არამარტო ნაკრებში, არამედ კლუბშიც ჩემი თანაგუნდელი იქნება. რაც შეეხება ჩვენს მთავარ კონკურენტს, როდესაც პირველად რომში ჩამოვედი, „რომას“ სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ მითხრა, რომ მე მთელი რომი მხარს მიჭერდა. ეს კი სრული სიმართლე აღმოჩნდა, რადგან დედაქალაქში ყოველი 10 ადამიანიდან 8 „რომას“ გულშემატკივარია. „ლაციო“ ამ ქალაქში პრაქტიკულად არავის აინტერესებს. ჩვენ გვინდა, რომ დარჩენილ ტურებში საკუთარი თამაში გავაუმჯობესოთ და მე-2 ადგილი შევინარჩნოთ“ - განაცხადა მირალემ პიანიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები