მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "მათ მუნდიალის მოგება შეუძლიათ... კარგი განაცხადი ტურნირს ყოველთვის ვერ იგებს"

ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი აქვს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ გარეტ საუთგეითის გუნდი ამისთვის საკმარისად ძლიერია.

„ინგლისს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებულნი. ისინი უძლიერეს ჩმპიონატში პრემიერლიგაში ასპარეზობენ და საუკეთესო გუნდების ღირსებას იცავენ. მათ, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილებაც აქვთ.

დიახ, მიმაჩნია, რომ მათ მუნდიალის მოგება შეუძლიათ.

ესპანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და ბრაზილიას შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ კარგი განაცხადი ტურნირს ყოველთვის ვერ იგებს.

ორი წლის წინ პორტუგალიამ ეს ყველაფერი დაამტკიცა. მათ, არც თუ ისე ძლიერი შემადგენლობა ჰყავდათ, მაგრამ ევროპის ჩემპიონები გახდნენ“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში ტუნისთან, პანამასთან და ბელგიასთან ერთად ითამაშებს.

ინგლისელები პირველ შეხვედრას 18 ივნისს ტუნისის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები