''ვიტესის'' მთავარი მწვრთნელი კაშიას დარწმუნებას ეცდება - სლუცკის ქართველი ლიდერად ესახება
Aa
Aa

''ვიტესის'' მთავარი მწვრთნელი კაშიას დარწმუნებას ეცდება - სლუცკის ქართველი ლიდერად ესახება

ჰოლანდიური მედიის ცნობით არნემის ''ვიტესის'' ახალ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ქართველი კაპიტნის, გურამ კაშიას გუნდში დარჩენა სურს. რუს სპეციალისტს ახალი ფორმაციის ''ვიტესის'' ლიდერად გამოცდილი ფეხბურთელი ესახება, რომელიც 2010 წლიდან ჰოლანდიური გუნდის წევრია. Soccernews.nl-ის ცნობით სლუცკი ეცდება ქართველის დარწმუნებას, რომ მან კვლავ არნემული გუნდისთვის ითამაშოს.

კაშიას კლუბთან კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე ახლოსაა MLS-ის ''სან ხოსეში'' გადასვლასთან.

შეგახსენებთ, quakesepicenter-ის რედაქტორი ჟოელ სორია აცხადებს, რომ კაშიასა და ამერიკულ კლუბს შორის მოლაპარაკება დასრულებასთან ახლოსაა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. სორიას თქმით სავარაუდოდ კაშიას მიმდინარე კვირის ბოლოს წარადგენენ. აღნიშნულ ინფორმაციას MLS-ის ოფიციალური ვებგვერდიც ავრცელებს.

გურამ კაშია „ვიტესის“ რიგებში 2010 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. არნემულმა კლუბმა 2016-17 წლების სეზონში 125-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო და ჰოლანდიის თასი მისმა ქართველმა კაპიტანმა აღმართა.

გასულ სეზონში გურამ კაშიამ თეო იანსენის 242-მატჩიანი რეკორდი დაამხო. კაშია ''ვიტესის'' ისტორიაში ჰოლანდიის ერედივიზიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. რეკორდი ქართველმა კაპიტანმა მიმდინარე წლის 18 აპრილს ''ალკმაართან'' შეხვედრაში დაამყარა, როცა არნემული გუნდისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში 243-ე შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები