პორტუგალიის ნაკრებში მძიმე ვითარებაა - ნაკრების ოთხმა წევრმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა
Aa
Aa

პორტუგალიის ნაკრებში მძიმე ვითარებაა - ნაკრების ოთხმა წევრმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის B ჯგუფის პირველ ტურში პორტუგალია ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ორივე გუნდში არეულობაა. ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩემპიონატის დაწყებიდან 2 დღით ადრე ხულენ ლოპეტეგიმ დატოვა და მისი ადგილი სპორტულმა დირექტორმა ფერნანდო იერომ დაიკავა.

ქაოსური სეზონის შემდეგ ლისაბონის ''სპორტინგის'' ექვსმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. ეს ფეხბურთელები არიან: ვილიამ კარვალიო, ჟელსონ მარტინში, ბრუნო ფერნანდეში, ბას დოსტი, რუი პატრისიო და დანიელ პოდენსე. მათგან ოთხი ფეხბურთელი პორტუგალიის სამუნდიალო განაცხადში მოხვდა და ესპანეთთან მატჩისთვის ემზადებიან. ესენი არიან: რუი პატრისიო, ვილიამ კარვალიო, ბრუნო ფერნანდეში და ჟელსონ მარტინში. მათ კლუბთან კონტრაქტი პირველ ივნისს გაწყვიტეს. აღნიშნულთან დაკავშირებით თითოეულმა ფეხბურთელმა პორტუგალიის უსაფრთხოების საბაზრო კომისიას მიმართა.

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ''სპორტინგის'' 50 ქომაგი კლუბის სავარჯიშო კომპლექში შეიჭრა.პორტუგალიური გამოცემის, "A Bola"-ს ცნობით თავდასხმის მსხვერპლი ფეხბურთელებთან ერთად გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუშიც  გახდა. ქომაგების გაბრაზება „სპორტინგის“ მიერ პორტუგალიის ჩემპიონატში წარუმატებელმა გამოსვლამ, დაკავებულმა მესამე ადგილმა განაპირობა. ლისაბონურმა კლუბმა ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "ფეხბურთელების, მწვრთნელების და კლუბის პერსონალის მიმართ განხორციელებული ყოველგვარი ვანდალიზმის ან აგრესიის აქტი დაუშვებლად მიგვაჩნია და ყველაფერს ვიზამთ რომ დამნაშავეების იდენტიფიცირება და მათი დასჯა დროულად მოხდეს. ძალადობა ''სპორტინგის'' გზა  არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება". 

შეგახსენებთ, ''სპორტინგის'' ფეხბურთელებსა და კლუბის პრეზიდენტს შორის ვითარება გასული სეზონის მიმდინარეობისას დაიძაბა. ევროპა ლიგაზე ''ატლეტიკოსთან'' წარუმატებელი თამაშის შემდეგ პრეზიდენტი ბრუნო დე კარვალიო მოთამაშეებს დისკვალიფიკაციით დაემუქრა. მისი განაცხადება 19-მა ფეხბურთელმა დაგმო.

შეგახსენებთ, ამჟამად პორტუგალიის ნაკრები სოჭში იმყოფება. ხვალ, 15 ივნისს ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა დაპირისპირება სოჭში გაიმართება.

"სპორტინგის" ქომაგებმა გუნდის ფეხბურთელს და მწვრთნელებს სცემეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები