მჭედლიძის მომავალი დღეს გაირკვევა - მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს
Aa
Aa

მჭედლიძის მომავალი დღეს გაირკვევა - მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს

''ემპოლის'' ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ შესაძლოა კლუბი დატოვოს. ფეხბურთელმა crystalsport-თან საუბარში განაცხადა, რომ სერია ა-ს რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მისი თქმით დღეს, 14 ივნისს გვიან ღამით მისი მომავალი გაირკვევა. შესაძლოა მჭედლიძე ''ემპოლიში'' დარჩეს, თუმცა უფრო რეალური ახალ გუნდში გადაბარგებაა. 

iltirreno.gelocal-ის ცნობით მჭედლიძემ ''ემპოლისთან'' საბოლოო შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მოთამაშემ ინფორმაცია არ დაადასტურა. ის მოლაპარაკებას აწარმოებს როგორც ამჟამინდელ კლუბთან, ასევე მიდი გადაბირებით დაინტერესებულ გუნდებთან.

მჭედლიძეს კონტრაქტი მიმდინარე თვეში, 30 ივნისს ეწურება. ასე რომ მსურველ გუნდს მასში სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევს.

ლევან მჭედლიძემ ხანგრძლივ ტრავმამდე ბოლო მატჩი სერია ა-ს 2016-17 წლების სეზონში ''მილანთან'' ჩაატარა, 33-ე ტურში ელ კადურის პასით ''მილანს'' ''სან სიროზე'' გაუტანა, შეხვედრა 2017 წლის 23 აპრილს გაიმართა. მას შემდეგ 28 წლის თავდამსხმელს არ უთამაშია, მან გასული სეზონი მთლიანად გამოტოვა.

ხშირი ტრავმების გამო მჭედლიძემ 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებისთვის მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა ირლანდიისა და უელსის წინააღმდეგ. 2007 წლიდან მოყოლებული მჭედლიძემ ეროვნულ ნაკრებში 31 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, პირველად შოტლანდიას შეუგდო, შემდეგ კი - ლუქსემბურგს.

შეგახსენებთ, გასულ წელს მჭედლიძის გადაბირებით თურქული ''ტრაბზონი'' და იტალიური ''ბოლონია'' ინტერესდებოდნენ.

Corriere dello Sport: "ბოლონია" მჭედლიძის ვარიანტს განიხილავს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები