პრემიერლიგის ახალი სეზონი ''არსენალისა'' და ''მანჩესტერ სიტის'' დაპირისპირებით დაიწყება
Aa
Aa

პრემიერლიგის ახალი სეზონი ''არსენალისა'' და ''მანჩესტერ სიტის'' დაპირისპირებით დაიწყება

ინგლისის პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველ ტურში ლონდონის “არსენალი'' ''ემირეითსზე'' ''მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს. უნაი ემერის გუნდი მეორე ტურშიც ძლიერი მეტოქის წინაშე წარსდგება. 18 აგვისტოს ''მეთოფეები'' ''სტემფორდ ბრიჯზე'' ლონდონის ''ჩელსის'' ესტუმრებიან.

მანჩესტერული დერბი, პეპ გუარდიოლსა და ჟოზე მოურინიოს გუნდების დაპირისპირება 10 ნოემბერს ''ეტიჰედზე'' შედგება.

პირველ დეკემბერს ორი დერბი გაიმართება. ''მერსისაიდულ'' დერბიში ''''ლივერპული'' ''ენფილდზე'' ''ევერტონს'' დაუპირისპირდება. ამავე დღეს ჩრდილოლონდონურ დერბიში ''არსენალი'' მეტოქე ლონდონის ''ტოტენჰემი'' იქნება.

2014 წლის შემდეგ ''ქრეივენ კოტეჯი'' პირველად უმასპინძლებს პრემიერლიგის მატჩს. პირველ ტურში სლავიშა იოკანოვიჩის გაწვრთნილი ''ფულემი'' ''კრისტალ პალასს'' მიიღებს.

მეორე ტურში ''ფულემმა'' შესაძლოა ''უემბლიზე'' ითამაშოს. Sky Sports-ის ცნობით ''ტოტენჰემი'' პრემიერლიგას მიმართავს, რომ პირველი საშინაო შეხვედრა ''უემბლიზე'' ჩაატაროს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მიიღებენ თუ არა დამაკმაყოფილებელ პასუხს.

პირველი ტურის მატჩები (11/12 აგვისტო)

ბორნმუთი - კარდიფი

არსენალი - მანჩესტერ სიტი

ფულემი - კრისტალ პალასი

ჰადერსფილდი - ჩელსი

ლივერპული - ვესტ ჰემი

მანჩესტერ იუნაიტედი - ლესტერი

ნიუკასლი - ტოტენჰემი

საუთჰემპტონი - ბარნლი

უოტფორდი - ბრაიტონი

ვულვზი - ევერტონი

 

სეზონის ბოლო ტურის შეხვედრები

ბრაიტონი - მანჩესტერ სიტი

ბარნლი - არსენალი

კრისტალ პალასი - ბორნმუთი

ფულემი - ნიუკასლი

ლესტერი - ჩელსი

ლივერპული - ვულვზი

მანჩესტერ იუნაიტედი - კარდიფი

საუთჰემპტონი - ჰადერსფილდი

ტოტენჰემი - ევერტონი

უოტფორდი - ვესტ ჰემი

პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები