Aa
Aa

ბრწყინვალე მატჩი თბილისურ დერბიში - 8 გოლი და ძალიან დრამატული შეხვედრა

საქართველოს საფეხბურთო თასის გათამაშების 1/16-ფინალურ ეტაპზე უხვგოლიანი თბილისური დერბი ვიხილეთ. მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ''ლოკომოტივსა'' და ''დინამოს'' შორის გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა.

დამატებით დროში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს, პენალტების სერიაში კახა კაჭარავას გუნდმა 5:3 გაიმარჯვა. პირველი ტაიმი ''დინამომ'' ნიკა ძალამიძისა და დმიტრო ივანისენიას გოლებით 2:0 მოიგო. შესვენების შემდეგ ლუკა კიკაბიძემ მახვილი კუთხიდან ბულისკერიას ეფექტური გოლი გაუტანა. 83-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის ბრწყინვალე გოლით დინამო დაწინაურდა. 90-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა ''ლოკომოტივი'' მარცხისგან იხსნა და ძირითადი დროის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:4.

ძირითადი დროის მსგავსად დამატებითი დროც ძალიან დრამატული გამოვიდა. 98-ე წუთზე თოთაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა თამაზ ბაბუნაძემ საჯარიმოში ყველას დაასწრო და ''დინამო'' წინ გავიდა. ძალიან დრამატული შეხვედრის 120-ე წუთზე რატი არდაზიშვილის შორეული ჩაწოდება გოლით დასრულდა, ''ლოკომოტივის'' ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

დინამომ ხუთი შესაძლებლობიდან ხუთი პენალტი გამოიყენა, ''ლოკომოტივმა'' კი 4 დარტყმიდან 3 გაიტანა. მასპინძელთა ცენტრალურ მცველ ნიკა ჭანტურიას დარტყმა დემეტერ ბულისკერიამ აუღო და მერვედფინალში ''დინამო'' გავიდა.

''დინამოს'' მსგავსად მერვედფინალში თამაშის უფლება ''მერანმა,'' ''მეტამ,'' ''დილამ,'' ''სამტრედიამ,'' ''რუსთავმა,'' ''გურიამ,'' ''ტორპედომ,'' ''ჩიხურამ,'' ''ვიტ ჯორჯია 2-მა'' და ''გაგრამ'' მოიპოვეს.

თბილისის ლოკომოტივი – თბილისის დინამო  3:3 (0:2) დ.დ. 4:4  პენალტების სერია: 3:5

13 ივნისი, თბილისი, "მიხეილ მესხი 2"

ლოკომოტივი: შეროზია, ძებნიაური(სამურკასოვი 75), ჭანტურია, ჯიქია, გავაშელიშვილი, ცნობილაძე(გვალია 46), კიკაბიძე (არდაზიშვილი 65), ლობჟანიძე, გაბაძე, უბილავა, კობახიძე

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

"დინამო": ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია(ნინუა 70), ერგემლიძე(ბაბუნაძე 91), ივანისენია, ძალამიძე (კიტეიშვილი 46), ივანიშვილი(შულაია 26), ხარაბაძე

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

გოლები: 0:1 ძალამიძე(4), 0:2 ივანისენია(38), 1:2 კიკაბიძე(49), 2:2 არდაზიშვილი(83), 2:3 კიტეიშვილი(87), 3:3 გავაშელიშვილი(90), 3:4 ბაბუნაძე(99), 4:4 არდაზიშვილი(120+2)

გაფრთხილებები: გაბაძე(29), შულაია(78), ჭანტურია(90+2), სამურკასოვი(95), უბილავა(100), ნინუა(103), კობახიძე(105), გავაშელიშვილი(116), ბულისკერია(119)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

ფოტო:  fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები