NBA: „კლივლენდი
Aa
Aa

NBA: „კლივლენდი" მილუოკიში შეაჩერეს

"ნიუ იორკისა" და "კლივლენდის" მატჩამდე გუნდების ვარსკვლავებს - კარმელო ენტონისა და ლებრონ ჯეიმსს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 12:12 იყო. და რეგულარულ სეზონში ზედიზედ რვა გამარჯვების შემდეგ, ლებრონს მე-13 მოგება აქვს კარმელოზე.

საბოლოოდ, ჯეიმსმა 31 ქულა დააგროვა, ენტონიმ კი თამაშიდან პირველი ტყორცნა მეორე ტაიმში გამოიყენა.

ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო არასაკალათბურთო ეპიზოდმა. მესამე მეოთხედში ჯეიმსმა და "კავალიერზის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა ხმამაღალ ტონებში გაცვალეს რეპლიკები. როგორც შემდეგ გაირკვა, "კლივლენდის" ლიდერს უბრალოდ შეცვლა სურდა.

"საკრამენტოს" ლიდერებმა კარგად გამოიყენეს "ბრუკლინის" პრობლემები. რაჟონ რონდომ მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა და ბევრს აფიქრებინა, რომ შარშან, "დალასში" მისი ორეული თამაშობდა. დემარკუს კაზინსმა კი 40 ქულა დააგროვა, მათ შორის, 21 ქულა მესამე მეოთხედში და აქედან 19 ზედიზედ. სულ რაღაც 5 (!) წუთში.

"კლივლენდის" რვამატჩიანი მოგებათა სერია მილუოკიში შეწყდა. ორი ოვერტაიმის შემდეგ, დევიდ ბლატის გუნდმა სეზონში მეორე შეხვედრა წააგო. საინტერესოა, რომ ძირითადი დროისა და ოვერტაიმის მიწურულს, ბოლო შედეგიანი შეტევები სტუმრებისა იყო. პირველი დამატებითი დროის ბოლოს, ლებრონ ჯეიმსმა შთამბეჭდავი ბლოკით დაუფარა ბეილესს და არ მისცა "მილუოკის" წინ გასვლის საშუალება.

"ბაქსმა" ძალიან კარგი გუნდური თამაში აჩვენა - შვიდმა მოთამაშემ 10 ან მეტი ქულა დააგროვა. აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერის რიგებში კი ლებრონი იყო გამორჩეული - 37 ქულა, 12 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი. საერთო ჯამში, "კავალიერზის" მარცხის ძირითად მიზეზი დიდი რაოდენობით შეცდომები იყო - 20 დაკარგვა.

 

ციფრები

6000 შედეგიანი გადაცემა შეასრულა კარიერაში "სან ანტონიოს" მცველმა ტონი პარკერმა. ამ მაჩვენებლით ის მეექვსეა NBA-ის მოქმედ კალათბურთელებს შორის.

„ვაშინგტონმა“ ზედიზედ მეათედ მოუგო "ორლანდოს".შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "ფილადელფიამ" ზედიზედ მე-20 მატჩი წააგო.

2995 დაფარება გააკეთა კარიერაში ტიმ დანკანმა. ის "სან ანტონიოს" აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა, ყველა დროის სიაში კი მეხუთე ადგილზე გადავიდა და კვალში უდგას მარკ იტონს, რომელსაც 3064 დაფარება ჰქონდა.

კარიერაში მე-300 ორმაგი დუბლი შეასრულა "კლივლენდის" ფორვარდმა კევინ ლავმა. ამისთვის მას მხოლოდ 449 მატჩი დასჭირდა.

სტივენ კარიმ 1264 ზუსტი სამქულიანი დააგროვა და ყველა დროის სიაში თავის მამას - დელ კარის გაუსწრო. "გოლდენ სტეიტის" ლიდერი რეიტინგში 34-ე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები