ენტონი მარსიალს
Aa
Aa

ენტონი მარსიალს "მანჩესტერის" დატოვება სურს

ხუთშაბათს ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ენტონი მარსიალს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება სურს. კლუბსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ენტონის აგენტის, ფილიპ ლემბოლის მიხედვით, მარსიალი კარიერის სხვა გუნდში გასაგრძელებლად მზადაა.

RMC-ისთან საუბრისას ლემბოლიმ განაცხადა

„მარსიალმა ყველა შესაძლებლობა განიხილა და „ოლდ ტრაფორდის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის ფაქტი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბი, 8 თვის განმავლობაში ფეხბურთელთან შეთანხმებას ვერ აღწევს, იმაზე მეტყველებს, რომ მათთვის ეს მოთამაშე მნიშვნელოვანი სულაც არაა“.

მარსიალის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის, თუმცა „მანჩესტერს“ მისი 2020 წლამდე გაგრძელება შეუძლია. ფრანგმა გარემარბმა პრემიერ ლიგის ეგიდით სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 4 მატჩი დაიწყო და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „არსენალის“ ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა „მეთოფეებმა“ მარსიალის ნაცვლად მხითარიანი გადმოიბირეს.

ლემბოლის მიხედვით თუ ჟოზე ტრანსფერზე  უარს იტყვის ენტონი კონტრაქტს ბოლომდე მიიყვანს და შემდეგ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

„გადაწყვეტილების შესახებ დიდხანს ვფიქრობდით და ყველაფერი ავწონ-დავწონეთ. მას იუნაიტედთან კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ ბევრი რამ მანჩესტერზე იქნება დამოკიდებული, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ და კლუბს მარსიალის მომავლის აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა გვაქვს. ენტონი გუნდს ტრანსფერის შესახებ უახლოეს დღეებში მიმართავს. რაც შეეხება იანვარში გავრცელებული ჭორებს, მათზე კომენტარს არ გავაკეთებ, ყველას განსხვავებული აზრი აქვს, მე კი ვფიქრობ, რომ დროა მარსიალმა კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს“.

მარსიალის გადმობირებით "ტოტენჰემია" დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები