ესპანეთის ნაკრებს ფერნანდო იერო გაწვრთნის!
Aa
Aa

ესპანეთის ნაკრებს ფერნანდო იერო გაწვრთნის!

ხულენ ლოპეტეგის სენსაციური დათხოვნის შემდეგ მთელი საფეხბურთო სამყარო "ფურია როხას" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობის დადგენას ცდილობდა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნაკრებს რუსეთის მუნდიალზე ფერნანდო იერო გაწვრთნის.

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ფედერაციაში პოსრტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

იერო 2014-2015 წლებში კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა. 2016-2017 წლებში კი "რეალ ოვიედოს" წვრთნიდა.

თავისი პროფესიონალური კარიერის მანძილზე იერომ "რეალის" მაისურით 439 შეხვედრა ჩაატარა და 102 გოლის გატანა შეძლო.

იერო ხვალ ნაკრებს პირველად ავარჯიშებს, პარასკევს კი ესპანელები პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ - ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებიდან დაითხოვეს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები