Aa
Aa

1998 წლის საფრანგეთი VS 1998 წლის ფიფას ვარსკვლავები

მსოფლიო ჩემპიონობიდან 20 წლის შემდეგ საფრანგეთის ტრიუმფატორი ნაკრები კვლავ მოედანზე ვიხილეთ. მსგავსად 1998 წლისა „მამლებმა“ ამჯერადაც იმარჯვეს და 98 წლის მუნდიალის ვარსკლავები 3-2 დაამარცხეს. ფრანგთა მხრიდან თავი ზიდანმა, ანრიმ და კანდელამ გამოიჩინა, ფიფას ვარსკლავების შემადგენლობაში კი გოლი ფერნანდო მორიენტესმა და გაისკა მენდიეტამ გაიტანეს. მატჩს მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრების უმრავლესობა დაესწრო, შეხვედრა დიდიე დეშამმა და დავიდ ტრეზეგემ გამოტოვეს. ისინი რუსეთში მუნდიალისთვის ემზადებიან და მატჩში მონაწილეობის მიღება ფიზიკურად ვერ მოახერხეს.

საფრანგეთის ნაკრებს ემე ჟაკე წვრთნიდა და „მამლების“ ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ბარტეზი, ტურამი, ბლანი, დესაი, ლიზარაზუ, კარამბე, პეტი, ჯორკაეფი, ზიდანი, ანრი და გივარში. სათადარიგო სკამზე ლამა, შარბონი, კანდელა, ჟეტო, ლებეფი, ბოგოსიანი, ლამუში, დიუგარი, დიომედე, პირესი, ვიეირა, ბა ისხდნენ.

ფიფა 98-ის ვარსკლავებს „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი, არსენ ვენგერი წვრთნიდა და მათი ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ტოლდო, შიმიჩი, ზენონი, საველიჩი, ალდაირი, ტომაზი, დავიდსი, სტოიკოვიჩი, ეტოო, ვიერი, სტოიჩკოვი. სათადარიგო სკამზე ჯეიმსი, ბილიჩი, ისა, მენდიეტა, სტანიჩი, კარაგუნისი, მორიენტესი, კლუივერტი, ბოლტი და დაბიზასი ისხდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები