Aa
Aa

შოკი! - ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებიდან დაითხოვეს!

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ჩვენ მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა მოგვიწია და მას მომავალში საუკეთესოს ვუსურვებთ. 

ფეხბურთელებს პირადად ველაპარაკე და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ისინი მუნდიალზე წარმატებისთვის ყველაფერს გაიღებენ, ამის გაკეთება კი ახალ სამწვრთნელო შტაბთან ერთად მოუწევთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ". - აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი.

გავრცელებული ინფორმაციით, ლოპეტეგის გათავისუფლება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მუნდიალის დაწყებამდე მისი "რეალში" დანიშვნის შესახებ გამოცხადდა.

"ფურია როხას" გაწვრთნის კანდიდატებად მიჩელი, ლუის ენრიკე, ალბერტ სელადესი, ფერნანდო იერო, პაკო ხემესი, კიკე სანჩეს ფლორესი, კიკე სეტიენი და აიტორ კარანკა მოიზრებიან.

ხულენ ლოპეტეგიმ ესპანეთის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა და მას 20 მატჩში გაუძღვა. მისი ხელმძღვანელობით გუნდს თამაში არ წაუგია - 14 მოგება და 6 ფრე.

ასევე დაგაინტერესებთ - ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრებს ფერნანდო იერო გაწვრთნის!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები