ზაზა ფაჩულია:"ჩემპიონობას ქართველ ხალხს ვუძღვნი"

სიახლე 13.06.2018
A+ A- 12:30

ჟურნალისტი: „ზაზა პირველი ავტობუსით შენ და კლეი მოხვედით და აღლუმი სწორედ თქვენ გახსენით, გახარებული გულშემატკივრების სახეების დანახვისას რა შეგრძნება დაგეუფლა“?

ზაზა:“აღლუმის გახსნა და პირველი ავტობუსით მოსვლა განსაკუთრებული შეგრძნება იყო, რადგან ქომაგების ყველაზე აღტაცებული და ბედნიერი სახეები პირველმა ჩვენ ვნახეთ. ქალაქის ქუჩებში ათასობით გულშემატკივარი იყო გამოსული, როდესაც „ორაქლ არენაზე“ თამაშობ მატჩს 20000 ქომაგი ესწრება, დღეს აქ 10-ჯერ, 20-ჯერ, 100-ჯერ მეტი გულშემატკივარი ვნახეთ. შესანიშნავი დღე იყო, აღლუმები მუდამ სასიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება, ჩემპიონობის მეორედ მოპოვებით ძალიან ბედნიერი ვარ და ვცდილობდი აღლუმის თითოეული წუთით მესიამოვნა. ოჯახის წევრებთან ერთად ფოტოები და ვიდეოები გადავიღე, მაგრამ პრობლემების გამო ფეისბუქ ლაივი ვერ ჩავრთე, თუმცა მოგვიანებით ვიდეოებს და ფოტოებს აუცილებლად ავტვირთავ“.

ჟურნალისტი: „საქართველოდან გამოხმაურებები გქონდა?

ზაზა:„რა თქმა უნდა, საქართველოს და კალიფორნიას შორის 11 საათიანი განსხვავებაა და აღლუმი მათთვის იდეალურ დროს იმართებოდა(იცინის). ქართველები მხარს მთელი სეზონის განმავლობაში მიჭერდნენ და ჩემპიონობას სწორედ მათ ვუძღვნი. ჩემი ქვეყნისთვის ეს უდიდესი პატივია. მეორეს მხრივ ჩემი საუკეთესო მეგობრები აქ არიან და ავტობუსში კლეისთან ერთადაც ისხდნენ. ორივეს თან საკმაოდ ბევრი ადამიანი გვახლდა, კლეის სოაცარი ოჯახი ჰყავს“!

ჟურნალისტი: „რადგან კლეიზე საუბრობ, წელს თქვენს შორის გამართული ჩატენვების კონკურსი ვინ მოიგო“?

ზაზა:„მე მოვიგე! კლეი ტომპსონისგან ღირსეულ საჩუქარს ველი, რომელსაც ადგილს სახლში მივუჩენ და მისი დანახვისას 2017-18 წლების სეზონი გამახსენდება“.

ჟურნალისტი: „ბოლო დაპირისპირება გახსოვს? სადაც შენ და კლეი ჩატენვებში შეეჯიბრეთ“?

ზაზა:„კი, რა თქმა უნდა, კლეი არ გამინადგურებია, მაგრამ საკმაოდ სოლიდური სხვაობით გავიმარჯვე“.

ჟურნალისტი: „შენ და კლეი საუკეთესო მეგობრებად როგორ იქეცით"?

ზაზა:„ურთიერთობა დროის გასვლასთან ერთად გაღრმავდა. ყველაფერი პიროვნული მახასიათებლებიდან და ხასიათიდან იწყება. ერთ რამეს გეტყვით, ვფიქრობ კლეიზე მეტად მისი მშობლები მიყვარს. მაიკლი და ჯული საოცარი ადამიანები არიან, მისი ძმები რა თქმა უნდა და მისი მეგობრები. ტომპსონის საახლობოს გაცნობის შემდეგ ხვდები, თავად კლეი როგორი ადამიანია. მათ ის გაზარდეს და დედამიწაზე მოავლინეს და ცხოვრების სიყვარული ასწავლეს. ისინი საოცარი ადამიანები არიან და პოზიტივს შენც გადმოგცემენ. კალათბურთი დროებითია, მეგობრობა კი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ბედნიერი ვარ რომ კლეის და მისი ოჯახის გაცნობის საშუალება მომეცა. არა მხოლოდ კლეი, საუბარი ჩემს ყველა თანაგუნდელზე მაქვს, გუნდში საოცარი ატმოსფეროა და მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა“.

ჟურნალისტი: “ფილოსოფოსივით საუბრობ, ორგზის ჩემპიონი ხარ, ყველაზე კარგად რა გახსენდება“?

ზაზა: „საოცარი შეგრძნებაა, ვცდილობ თითოეული მომენტით ვისიამოვნო. განსაკუთრებით სასიამოვნო გავლილი გზის დანახვაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახთან ყოფნა და მათთვის ემოციების გადაცემაა, ბედნიერი ვარ რომ ამ მომენტის მათთვის გაზიარების საშუალება მომეცა. შეიძლება შვილებს საკუთარი სათქმელი სიტყვებით ვერ უთხრა, მაგრამ წარმატებისთვის დაუღალავად შრომა საუკეთესო მაგალითია. იმედი მაქვს ისინი ამას მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ“.

ჟურნალისტი: „დღეს ეს კითხვა ყველას დავუსვი, როგორ ფიქრობ, მომავალში რა გელის"?

ზაზა:„არვიცი, ახლა ვცდილობ ჩემპიონობისგან სიამოვნება მივიღო, სიმართლე გითხრათ მომავლის შესახებ არ მიფიქრია, ამ მომენტზე ყველა ოცნებობს და ახლა მხოლოდ მისგან სიამოვნების მიღება მინდა. დამიჯერეთ დრო სწრაფად გადის და რაიმე გადაწყვეტილებას თუ მივიღებ თქვენ მის შესახებ აუცილებლად გაიგებთ“.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს პირველ გამარჯვებამდე მცირედი დაკლდა. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გ...

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მერვედფინალური მატჩი თურქეთთან 97:72 დათმო, პლეი ოფიდან გამოვარდა და ახლა A დივიზ...

საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ  A დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და შეხვედრა ანგარიში...

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ნოვი სადში 10-დან 18 აგვისტოს ჩათვლით მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპშ...

ამერიკის ქალაქ ორლანდოში სტარტი აიღო ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც ევროპის კონტინენტის ღირსებას ლუკა ალავიძე იცავს. ევროპის ნაკრებმა, 7 ...

საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, დახმარება ესაჭიროება. „ვითაში“, „ბასკოში“ და „დინამოში“ საქართველოს მრავალგზის...

ლეგენდარულ ვინს კარტერს კოლეგებთან ბეჭდების „დევნის“ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა თავად იგივეს გაკეთებას არ აპი...

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ავსტრიაში გაემგზავრა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი ნაკრები უკვე ...

Eurohoops-ის ინფორმაციით თორნიკე შენგელია და „ბასკონია“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც თოკო გუნდში 2022 წლამდე დარჩება. ქა...

ლუკა ალავიძე JuniorNBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება. 13 წლის კალათბურთელი გაზაფხულზე სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის...

საკალათბურთო სამყაროში უმთავრესი მოვლენა ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსში“ გადასვლა იყო. „მეფე“ ანგელოზთა ქალაქშია. ლებრონმა „ლ...

"ჰიუსტონ როქეთსმა" სასურველ მიზანს მიაღწია და კლინტ კაპელა გაიფორმა, როგორც ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება კონტრაქტი 5 წლიანია და შვეიცარიელი ცენტრი ხე...

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდამ, დუეინ უეიდმა, შესაძლოა კარიერა ჩინეთში გააგრძელოს. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, "ჟეიან გოლდენ ბულსმა"...

ლეიკემიის დიაგნოზიდან 6 თვის შემდეგ, ტეხასის უნივერსიტეტის გამთამაშებელმა, ენდრიუ ჯონსმა, ბურთი კალათში ჩატენა! მან „ტვიტერზე“ პოსტი გამოა...

Yahoo სპორტის ინფორმაციით 34 წლის მსუბუქი ფორვარდი კარმელო ენტონი კარიერის "ჰიუსტონში" გააგრძელებს და ტეხასელებთან ერთწლიან ვეტერანის მინიმუმზე გათვლი...

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ბასკონიას" ლიდერის თორნიკე შენგელიასთვის კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას. თოკოს ევროპაში გასული სეზონი უბრა...

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გაცვლა განხორციელდა. „ოკლაჰომამ“ მსუბუქი ფორვარდი, კარმელო ენტონი და 2022 წლის პირველი რაუნდის...

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით „სან ანტონიომ“ და „ტორონტომ“ კავაი ლეონარდის გაცვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორ...

რეკომენდებული სიახლეები
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო სადაც თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები გენო პეტრიაშვილი და ზურა იაკობაშვილი , ასევე ნაკრების მთავა...
17.08.2018
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...
17.08.2018
2 წლიანი პაუზის შემდეგ ქართული გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. ქუთაისლებმა მესამე ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "კუკეშ"-თან ალბანეთში ანგარიშ...
17.08.2018
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
17.08.2018
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე მეორე მატჩი სლოვაკეთთან ჩაატარა და ფრედ ანგარიშით  0:0 ითამაშ...
17.08.2018
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ახალი ლიდერი ...
17.08.2018
იტალიელი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კლუბის გარეშე დარჩა. ტურინის „იუვენტუსში“ გა...
17.08.2018
ერთ-ერთი ისტორია, რომელიც გარეტ ბეილის „მადრიდის რეალში“ ყოფნის პერიოდს იდეალურად აღწერს, 2015 წელს უელსელის აგენტის მიერ კარლო ანჩელოტის ...
17.08.2018
ამერიკული გამოცემა ESPN-ს თქმით, ჟერომ ბოატენგი მომავალ სეზონსაც მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში გაატარებს. 29 წლის მცველით დაინტერესებულმა ფ...
17.08.2018
უკანასკნელი სიახლეები