ეფენბერგი:
Aa
Aa

ეფენბერგი: "ფედერაციამ იოზილი და გიუნდოგანი ნაკრებიდან უნდა მოკვეთოს"

მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარული გერმანელი ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას მესუთ იოზილისა და ილქაი გიუნდოგანის ნაკრებიდან მოკვეთას სთხოვს.

ეფენბერგი ამის მიზეზად თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაი ერდოღანთან იოზილისა და გიუნდოგანის შეხვედრას ასახელებს.

როგორც ცნობილია, გერმანელთათვის ერდოღანის პოლიტიკია მიუღებელია და ამ აზრს მთელი ქვეყანა იზიარებს.

„როდესაც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებ, ნაკრებიდან მოკვეთის გარდა სხვა გადაწყვეტილება არ რჩება.

ფედერაციამ ისინი უნდა მოკვეთოს. ჯერჯერობით მათ რეაგირებას ვერ ვხედავ“.

1994 წელს ეფენბერგი ქომაგებისთვის შუა თითის ჩვენების გამო ნაკრებიდან სამუდამოდ მოკვეთეს.

გერმანელი ფეხბურთელი თვლის, რომ ის კრიტერიუმები, რომლითაც ფედერაცია მას გაუსწორდა, დღეს აღარ ითვალისწინებენ.

შეგახსენებთ, რომ იოზილი და გიუნდოგანი გერმანიის ნაკრების განაცხადში მოხვდნენ და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების საკვანძო ფიგურებადაც მიიჩნევიან.

„ბუნდესნაკრები“ რუსეთში თავის პირველ შეხვედრას 17 ივნისს მექსიკის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები