სკოლარი:
Aa
Aa

სკოლარი:"კაზემირო ბრაზილიის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"

ლუის ფელიპე სკოლარი თვლის,  რომ ბრაზილიის შემტევ ნაკრებში კაზემირო ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. „სელესაოს“ ყოფილი სპეციალისტის მიხედვით „რეალის“ ნახევარმცველი გუნდის თავდასხმასა და დაცვას აბალანსებს.

სკოლარიმ 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და მის ტაქტიკურ ხედვაში ეჭვის შეტანა საკმაოდ რთულია.

„კაზემირო ბრაზილიის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იგი ეროვნულ გუნდს აბალანსებს. კაზემირო ნეიმარს, მარსელოს და სხვა შემტევ ფეხბურთელებს თავისუფლებას აძლევს და შეტევაში გადასვლას უადვილებს“.

სკოლარიმ მეორე ყოფილი გუნდის, პორტუგალიის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა:“მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური თამაშია, კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავი ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობს და ფერნანდო სანტუშიც საკმაოდ კარგი მწვრთნელია“.

„ისინი ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან და ფინალში წარმატების მიღწევა რონალდუს გარეშე მოახერხეს. კრიშტიანუმ გუნდურად უნდა ითამაშოს, რადგან იგი მარტო მსოფლიო ჩემპიონატს ნამდვილად ვერ მოიგებს. ვფიქრობ, პორტუგალია ჯგუფიდან აუცილებლად გავა და ფლეი-ოფებში ნებისმიერი გუნდისთვის არასასურველი ოპონენტი იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები