მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "სერიოზული არაფერია, ჩემს მეგობარ ადილ რამის თავი დაანებეთ"

საფრანგეთის ნაკრების თინეიჯერი შემტევი, კილიან მბაპე გუშინდელი ვარჯიშისას ადილ რამის შეეჯახა და ტრავმა მიიღო.

მიღებული დაზიანების გამო, მბაპემ სავარჯიშო პროცესი დატოვა, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სერიოზული არაფერია.

France Football წერს, რომ დიდი შანსია, "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა, ავსტრალიასთან შაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

აღნიშნულ ეპიზოდს თავად მბაპეც გამოეხმაურა და "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

"მშვენივრად ვარ. მცირე შეჯახება იყო და ფეხში მომხვდა, თუმცა სერიოზული არაფერია. დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. ჩემს მეგობარ ადილ რამის კი თავი დაანებეთ". 

ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ, ფრანგები 21 ივნისს პერუსთან, 26 ივნისს კი დანიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები