Aa
Aa

გატუზოს ჩაწოდება, შევჩენკოს პასი და კალაძის გოლი - მილანმა ქართველი მცველი გამოარჩია!

იტალიური "მილანის" დიდების დარბაზის წევრ კახა კალაძეს, კლუბში ხშირად იხსენებენ. ქართველი მცველი ამჯერად მილანელთა "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" გვერდებმა გამოარჩიეს და მისი ზუსტი დარტყმა, რუბრიკაში "დღის გოლი" დაასახელეს.

"გატუზოს ჩაწოდება, შევჩენკოს საგოლე პასი და კალაძის გოლი" - ასე დაასათაურეს "როსონერის" სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა ვიდეო.

კალაძემ ეს გოლი სერია A-ს ეგიდით, 24 თებერვალს სტუმრად "ვენეციას" კარში გაიტანა, რითაც ანგარიში გახსნა, საბოლოოდ კი "შავ-წითლებმა" 4:1 იმარჯვეს. გუნდმა აღნიშნული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე "მილანის" "დიდების დარბაზის" წევრია, რომელშიც ისეთი ლეგენდები შედიან, როგორებიც პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი, რობერტო ბაჯო, კარლო ანჩელოტი, კაფუ, რუუდ გულიტი, ჩეზარე მალდინი, მარკო ვან ბასტენი, კაკა, ჟორჟ ვეა და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები