''ემპოლი'' 18 წლის ქართველი მეკარით დაინტერესდა - ბულისკერია იტალიურ კლუბებს სურთ
Aa
Aa

''ემპოლი'' 18 წლის ქართველი მეკარით დაინტერესდა - ბულისკერია იტალიურ კლუბებს სურთ

იტალიის სერია ა-ს რამდენიმე კლუბი 18 წლის ქართველი მეკარის დემეტრე ბულისკერიას ტრანსფერითაა დაინტერესებული.  crystalsport-ის ცნობით მათ შორისაა სერია ა-ში აღზევებული ''ემპოლი.'' გასულ წელს ბულისკერია იტალიაში იმყოფებოდა და ''ემპოლიში'' 10 დღე ვარჯიშობდა.  შესაძლოა ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულში შედგეს.

დემეტრე ბულისკერია თბილისის ''დინამოს'' ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში დაწინაურდა. მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა ბულისკერიას ენდობა და მუდმივად სასტარტოში ათამაშებს. ნიჭიერმა მეკარემ ეროვნული ლიგის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაუშვა.

''ემპოლიში'' ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე ირიცხება,  თუმცა ხანგრძლივი ტრავმის გამო გასული სეზონი მთლიანად გაუცდა. იტალიური მედიის ცნობით დიდი ალბათობით მჭედლიძე კლუბს დაემშვიდობება.

დემეტრე ბულისკერია საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში ირიცხებოდა. მიმდინარე წელს გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია.

2016 წლის მაისში საქართველოს16 წლამდე ნაკრებმა  უკრაინაში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი მოიგო. დემეტრე ბულისკერია ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები