ფილიპო ინძაგიმ
Aa
Aa

ფილიპო ინძაგიმ "ვენეცია" დატოვა და "ბოლონიას" ჩაიბარებს?

საფეხბურთო კლუბმა "ვენეციამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფილიპო ინძაგი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. "პიპო" ვენეციელთა პრეზიდენტს გუშინ შეხვდა და საკუთარ გადაწყვეტილებაზე მოახსენა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა პოსტიდან წასვლა მას შემდეგ დააანონსა, რაც მისი გუნდი სერია A-ში გადმოსასვლელი ფლეი-ოფის ნახევარფინალში "პალერმოსთან" ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა.

"კლუბის ეს პროექტი 2 წლის წინ ავირჩიე, თანაც 5 წუთში მივხვდი, რომ "ვენეციაში" მუშაობდა მინდოდა. მაშინ გუნდი სერია C-ში ასპარეზობდა.

აქ 2 ფანტასტიური წელი გავატარე, ახლა კი დროა, სხვადასხვა გზებით წავიდეთ, თუმცა რაც ერთად გამოვიარეთ, არასდროს უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ბრწყინვალე შედეგებს მივაღწიეთ.

რამდენიმე შეთავაზება უკვე მივიღე, მაგრამ ჯერ არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა კარიერას სერია A-ში". - განუცხადა ინძაგიმ იტალიელ ჟურნალისტებს.

აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ 44 წლის სპეციალისტი სერია A-ს კლუბ "ბოლონიას" ჩაიბარებს, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტიც კიდევ ერთმა "მილანისტამ", რობერტო დონადონიმ სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.

ფილიპო ინძაგი 2013-14 წლებში "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, შემდეგ სეზონში კი "როსონერის" მთავარ გუნდს წვრთნიდა. 

მან "ვენეცია" 2016 წლის ივნისში ჩაიბარა და პირველსავე სეზონში კლუბს იტალიის სერია C და Coppa Italia Lega Pro მოაგებინა. დასრულებულ სეზონში კი სერია B-ში მე-5 ადგილზე გაიყვანა და ფლეი-ოფის გზით, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ბრძოლის რეალური შანსი არსებობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები