გოგა ბითაძემ NBA-ს დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა
Aa
Aa

გოგა ბითაძემ NBA-ს დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა

საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე 2018 წლის დრაფტში მონაწილეობას არ მიიღებს. აგენტთან შეთანხმებით, 211 სმ სიმაღლის ქართველმა წინახაზელმა კანდიდატურა მოხსნა.

შეგახსენებთ, ისევე როგორც სხვა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, გოგამაც რამდენიმე თვის წინ დააყენა კანდიდატურა დრაფტზე.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ ქართველის გარჯას სერბეთის ჩემპიონატსა და ადრიატიკის ლიგაზე დაკვირვებოდნენ.

იგი წინასადრაფტო ვარჯიშებზეც იყო მიწვეული, მაგრამ… საბოლოოდ, გოგამ და მისმა აგენტმა წლევანდელი დრაფტიდან კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტეს. იგი 2019 წლის დრაფტს კიდევ უფრო მომზადებული შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები