„ინტერს“ იოვეტიჩის არენდით აყვანა სურს
Aa
Aa

„ინტერს“ იოვეტიჩის არენდით აყვანა სურს

„ინტერმა“ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, სტევან იოვეტიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელის აგენტი მილანური კლუბის წარმომადგენლებს უკვე გაესაუბრა.

„ინტერს“ ფორვარდის არენდით აყვანა სურს, თუმცა მანჩესტერული კლუბი ამ წინადადების განხილვას არ აპირებს. Goal.com-ის უკანასკნელი ინფორმაციით თანახმად კი მილანელები მზად არიან თავდამსხმელში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. თავად ფეხბურთელს კი 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ. რომლის მიხედვითაც იოვეტიჩი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

 

შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩს მანჩესტერულ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მისით კი „ინტერის“ გარდა მადრიდის „ატლეტიკო“ და ტურინის „იუვენტუსიც“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები