Aa
Aa

"რეალის" ახალი ვარიანტი: ზიდანს ვილაშ ბოაში შეცვლის?

ფრანგული გამოცემის, Radio Montecarlo-ს ცნობით, მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრე ვილაშ ბოაშის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.

ზინედინ ზიდანი "სამეფო კლუბის" თავკაცის თანამდებობიდან 11 დღის წინ გადადგა, მას შემდეგ კი მადრიდელებს არაერთი ცნობილი სპეციალისტი დაუკავშირეს, მათ შორის მასიმილიანო ალეგრი, ანტონიო კონტე, მაურიციო სარი, მიქაელ ლაუდრუპი და ბრაზილიის ნაკრების თავკაცი, ტიტე.

"რეალის" ხელმძღვანელობის მთავარი ფავორიტი მაურისიო პოჩეტინო გახლდათ, რომელსაც "ტოტენჰემთან" გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს და ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

40 წლის ვილაშ ბოაში ამჟამად ჩინურ "შანხაი სიპგის" წვრთნის. იმავე Radio Montecarlo-ს თქმით, მადრიდელები აზიურ მხარესთან დაკონტაქტებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ. 

ანდრე ვილაშ ბოაშს, რომელსაც მეტსახელად "ახალ მოურინიოს" ეძახიან, "აკადემიკაში", "პორტუში", "ჩელსიში", "ტოტენჰემსა" და "ზენიტში" უმუშავია. მის ტიტულატურაში პორტუგალიის ჩემპიონატი და თასი, ევროპა ლიგა, რუსეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები