Aa
Aa

არის სუპერფინალი! შენგელიამ "ბარსელონას" 22 ქულა ჩაუგდო და მატჩის MVP გახდა!

ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მე-4 მატჩი თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ბარსელონასთან" სტუმრად ჩაატარა და კატალონიელები 88:82 დაამარცხა.

ვიტორიელებმა სერია 3:1 მოიგეს და "ბასკონია" სუპერფინალში ითამაშებს. მათი მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

"ბასკონიამ" შეხვედრა ოვერტაიმში მოიგო და ამაში ლომის წილი თორნიკე შენგელიამ დაიდო.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 34:36 წუთი გაატარა. მისი მონაგარი 22 ქულა, 7 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.

შენგელია მატჩის MVP გახდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 33 იყო.

თოკომ შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა.

"ბენდიერები ვართ, მაგრამ საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები