''დინამომ'' მოიგო, ''საბურთალომ'' ქულები დაკარგა - კიკაბიძის ბრწყინვალე გოლი
Aa
Aa

''დინამომ'' მოიგო, ''საბურთალომ'' ქულები დაკარგა - კიკაბიძის ბრწყინვალე გოლი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში თბილისის ''ლოკომოტივისა'' და ''საბურთალოს'' შეხვედრა ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე ფრედ 1:1 დასრულდა. თბილისის ''დინამომ'' მინიმალური სხვაობით დაამარცხა საჩხერის ''ჩიხურა.'' ''დინამო არენაზე'' ერთადერთი გოლი უკრაინელი დმიტრო ივანისენიას ანგარიშზეა.

ვაგნერის გამომუშავებული პენალტი და გოლი

''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე, თბილისურ დერბიში ანგარიში 49-ე წუთზე ''საბურთალოს'' ლეგიონერმა ვაგნერ გონსალვეშმა გახსნა. 21 წლის ფრანგმა შემტევმა სისწრაფეში ირაკლი კომახიძეს აჯობა, თუმცა ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა თამაშის წესი დაარღვია. პენალტი აშკარა იყო და ვაგნერმა ეროვნულ ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი შეაგდო.

კიკაბიძის შესანიშნავი გოლი

63-ე წუთზე ''ლოკომოტივის'' სწრაფი კონტრშეტევა გოლით დასრულდა. დავით უბილავას გადაცემის შემდეგ კიკაბიძე გორგიაშვილსა და რეხვიაშვილს შორის გაძვრა და ბრწყინვალე დარტყმით ყოფილ თანაგუნდელ ბექა ქურდაძეს გაუტანა.  აღნიშნიულ ეპიზოდში ''საბურთალოს'' ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი აშკარად შეცდა. 23 წლის კიკაბიძემ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

 

გოლების ავტორები - ''ბასტიას'' ყოფილი ფეხბურთელები

გოლების ავტორები ვაგნერ გონსალვეში და ლუკა კიკაბიძე''ბასტიას'' ყოფილი ფეხბურთელები არიან, თუმცა ლიგა 1-ის კლუბში შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს. კიკაბიძე და გონსალვეში ფრანგულ გუნდში 2014-15 წლებში ასპარეზობდნენ.

ლუკა კიკაბიძე - საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელია. 2016 წელს ''ბასტიადან'' თბილისის ''ლოკომოტივში'' დაბრუნდა

თბილისის ლოკომოტივი – საბურთალო 1:1 (0;0)

თბილისი, “მიხეილ მესხი 2“

 ლოკომოტივი: შეროზია, გაბაძე, ნიკა ჭანტურია, ლევან ქურდაძე, კომახიძე (ღონღაძე 69), გვალია, უბილავა, კიკაბიძე (არდაზიშვილი 74), ოთარ კობახიძე (ინჯგია 90+2), გავაშელიშვილი, დავით ჯიქია

 მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

 საბურთალო: ბექა ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, თარხნიშვილი (ალთუნაშვილი 77), დიასამიძე (გოშთელიანი 82), გვარაძე (ტატანაშვილი 71), ვაგნერი, გორგიაშვილი, კოხრეიძე

 მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

 გოლები: 0:1 ვაგნერი (49 პენ), 1:1 კიკაბიძე (63)

 გაფრთხილებები: კობახიძე (32), ლაკვეხელიანი (56), არდაზიშვილი (77), უბილავა (82)

 მთავარი მსაჯი: პ.მაჭარაძე

 

თბილისის დინამო - საჩხერის ჩიხურა (საჩხერე) 1:0 (1:0)

თბილისი, "დინამო არენა" 

დინამო: ბულისკერია, რუხაია, ლოჩოშვილი, კობოური, ხარაბაძე, შულაია, ზივზივაძე (ერგემლიძე 84), ნინუა, ივანისენია, კიტეიშვილი, ივანიშვილი

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი(ჩიხლაძე 66), კახაბრიშვილი(გუგა 77), დობროვოლსკი, კაკუბავა, გაბედავა, ბუხაიძე (ცხადაძე 46), მარკოზაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე 

გოლი: 1:0 ივანისენია(9)

მთავარი მსაჯი: ჯ.ხორავა

 

ფოტო: eliga.ge, fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები