გუარდიოლას დიდი ხნის სურვილი უსრულდება -
Aa
Aa

გუარდიოლას დიდი ხნის სურვილი უსრულდება - "სიტი" და მაჰრეზი მალე გაოფიციალურდება

"მანჩესტერ სიტი" როგორც ჩანს გაჩერებას არ გეგმავს და შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს.

Mirror-ის ინფორმაციით, "ქალაქელები" მალე რიად მაჰრეზის ტრანსფერს გამოაცხადებენ.

პირობები 90%-ით შეთანხმებულია და მოსაგვარებელი მხოლოდ მცირე დეტალები რჩება.

როგორც ცნობილია, "სიტი" მაჰრეზის შეძენას ზამთარშიც გეგმავდა, თუმცა ბოლო წუტს "ლესტერმა" პირობები შეცვალა და 80 მილიონი ფუნტი მოითხოვა.

ამჯერად ყველაფერი რიგზეა და ალჟირელი შემტევი მალე "ეტიჰადზე" გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ რიად მაჰრეზი "მელიების" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 179 შეხვედრაში 48 გოლი და 38 შედეგიანი გადაცემაა.

2016 წელს მაჰრეზი "ლესტერთან" ერთად პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა და იმ მომენტიდან, ალჟირელი ფეხბურთელის სახელი საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები