ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვება -
Aa
Aa

ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვება - "ტორპედომ" "სამტრედია" ლანჩხუთში დაამარცხა

ეორვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" "სამტრედიას" ლანჩხუთში დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.

ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა. მერაბ გიგაურმა "ტორპედო" დააწინაურა.

34-ე წუთზე ლევან კუტალიამ  თავური დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა და ქუთაისელთა უპირატესობა სოლიდური გახდა.

ტაიმის მიწურულს ხაბეიშვილმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 1:2.

78-ე წუთისთვის ევგენი ბოხაშვილმა ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა - 3:1.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გრიგოლ დოლიძემ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე" - სამტრედია VS ტორპედო 1:4

გოლები: 0:1 მერაბ გიგაური (21), 0:2 ლევან კუტალია (34), 1:2 ზაურ ხაბეიშვილი (42), 1:3 ევგენი ბოხაშვილი (78), 1:4 გრიგოლ დოლიძე (90+3).

სამტრედია (4-2-3-1): ილია სტურუა, დათო კირკიტაძე, ანტე გი, გიორგი ახალაძე, ვალერი ოლხოვი (ლუკას ვეილი 77), ვაკო ბაჩიაშვილი, რომან ჩაჩუა, შოთა კერძევაძე (კ), გივი ქარქუზაშვილი, ანატოლი მესიაჩენკო (აკაკი ნინუა 37), ზაურ ხაბეიშვილი (ნიკოლოზ ხაჩიძე 64).

მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია.

ტორპედო (4-1-4-1): როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, ოლეგ მამასახლისი (თენგიზ წიქარიძე 84), მიშიკო სარდალიშვილი (გიორგი კუხიანიძე 60), თორნიკე კაპანაძე (ევგენი ბოხაშვილი 67), გიორგი გურული, ლევან კუტალია, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური.

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები