ვალვერდეს გარანტია მისცეს - მუნდიალის დაწყებამდე
Aa
Aa

ვალვერდეს გარანტია მისცეს - მუნდიალის დაწყებამდე "ბარსა" 2 ტოპ ტრანსფერს განახორციელებს

სეზონის დასრულებასთან ერთად გუნდები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას იწყებენ.

მსოფლიო ჩემპიონატამდე და მისი დასრულების შემდეგ გრანდები ხმაურიან ტრანსფერებს გეგმავენ და მათ შორის გამონაკლისი არც "ბარსელონაა", რომელსაც 2 ტოპ ტრანსფერის გაჩარხვა მუნდიალის დაწყებამდე სურს.

ესპანური AS-ი Catalunya Radio-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა პეპ სეგურამ ერნესტო ვალვერდეს გარანტია მისცა, რომ უახლოეს დღეებში ანტუან გრიზმანი და კლემენ ლენგლე მის განკარგულებაში იქნებიან.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, ლენგლემ "სევილიას" ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განუცხადა.

როგორც ჩანს, 22 წლის ფრანგ მცველს "კამპ ნოუზე" გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

რაც შეეხება გრიზმანს, მისი ტრანსფერის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. "ატლეტიკოს" შვიდიანმა განაცხადა, რომ მუნდიალის დაწყებამდე თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებდა.

დღეს კი საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა ფეხბურთელებს ულტიმატუმი წაუყენა.

დეშამი ითხოვს, რომ ფეხბურთელებმა თავიანთი მომავლის შესახებ ყველაფერი 11 ივნისამდე გაარკვიონ და ამის შემდეგ მხოლოდ მუნდიალზე იფიქრონ.

ესპანური პრესის ინფორმაციით, 11 ივლისს დიდი ალბათობით ყველაფერი ცნობილი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები