ზაფხულში მონტელამ შესაძლოა „მილანი“ ან „იუვენტუსი“ ჩაიბაროს
Aa
Aa

ზაფხულში მონტელამ შესაძლოა „მილანი“ ან „იუვენტუსი“ ჩაიბაროს

ფლორენციის „ფიორენტინას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ზაფხულში შესაძლოა „იუვენტუსი“ ან „მილანი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას „La Gazzetta Dello Sport“ ავრცელებს.

ამ დროისთვის, 41 წლის სპეციალისტი მოლაპარაკებებს გენუის „სამპდორიასთან“ აწარმოებს, თუმცა შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში საქმეში „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელები ჩაერთვებიან.  აღნიშნულ კლუბებს საქმეები არც თუ ისე კარგად მისდით და ისინი ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხს უკვე განიხილავენ. ნომერ პირველი კანდიდატი კი, ვინჩენცო მონტელაა.

შეგახსენებთ, რომ მონტელას „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს, რომელიც 2017 წლამდე არის გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები