Aa
Aa

ქართველი მკლავჭიდელების უნიკალური შედეგი ევროპის ჩემპიონატზე!

ქართველმა მკლავჭიდელებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უნიკალური შედეგი დააფიქსირეს.

ქართველმა სპორტსმენებმა 111 მედალი მოიპოვეს! ეროვნული, ახალგაზრდული, ჭაბუკთა და პარაგუნდის გაერთიანებულმა ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 45 ოქროს, 38 ვერცხლის და 28 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე პრესტიჟული მძიმე წონის ფინალში ერთმანეთს ქართველები შეხვედნენ - ლევან საგინაშვილმა ევროპის ჩემპიონი გენადი კვიკვინია დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ მედლების 40%-ზე მეტი დაისაკუთრა.

ევროპის ჩემპიონატზე შშმპ მკლავჭიდელთა შორის, 30 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრები ოქტომბერში ანტალიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ცხელი ამბები