ზლატანი: რონალდოს ტრანსფერი არ მაღელვებს. „პარი სენ ჟერმენს“ უკვე ჰყავს ლიდერი
Aa
Aa

ზლატანი: რონალდოს ტრანსფერი არ მაღელვებს. „პარი სენ ჟერმენს“ უკვე ჰყავს ლიდერი

უკანასკნელ პერიოდში, ფრანგულ მედიაში არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელ ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს „პარი სენ ჟერმენში“ თამაში სურს. ითქვა ისიც, თითქოს „ოქროს ბურთის“ მოქმედმა მფლობელმა, მისი სურვილი თავად პარიზული გუნდის მთავარ მწვრთნელ, ლორან ბლანს გაუზიარა.

ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი „პარი სენ ჟერმენის“ შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გააკეთა:

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რას ლაპარაკობენ და წერენ. აქ მხოლოდ ერთი ლიდერია და ის ყველამ იცის ვინ არის“ - განაცხადა ზლატანმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები