ნადალურად! -
Aa
Aa

ნადალურად! - "მატადორის" მე-11 ფინალი "როლან გაროსზე"!

"როლან გაროსის" მე-2 ნახევარფინალურ შეხვედრაში, რაფაელ ნადალი ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდა და მძიმე სტარტის მიუხედავად, იოლ გამარჯვებას მიაღია.

"თიხნარის" მეფე, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობაზე ბოლო 44-დან 43 სეტი მოგებული აქვს, მატჩის დასაწყისში არგენტინელის ჩაწოდებაზე ვერაფერს ახერხებდა, თავად დელ პოტროს კი მისი მოწოდების აღების 6 შანსი (ბრეიკ-პოინტი) ჰქონდა, თუმცა ისინი ვერ გამოიყენა და "მატადორმა" პირველივე შესაძლებლობისას სეტი 6:4-ზე დახურა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ფსიქოლოგიური უპირატესობა ნადალმა მოიპოვა და თამაშის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია - 6:4; 6:1; 6:2.

თამაში 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ნადალმა 35 ვინერი შეასრულა და 19 უნებლიე შეცდომა დაუშვა. დელ პოტრო კი აქტიური თამაშით ქულების აღებას არცთუ ხშირად ახერხებდა, რაც მისი სტილის ჩოგბურთელისთვის პრობლემაა - არგენტინელს 20 ვინერი და 35 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

32 წლის ნადალი "როლან გაროსის" ფინალში მე-11-ედ გავიდა და აქამდე ჩატარებული ყველა, 10-ვე გადამწყვეტი მატჩი მოგებული აქვს.

კვირას, "როლან გაროსის" ფინალურ მატჩში რაფაელ ნადალი და დომინიკ ტიმი ითამაშებენ. ავსტრიელმა დიდი სლემის ფინალში გასვლა პირველად მოახერხა.

საგულისხმოა, რომ გასული წლის მაისის შემდეგ, რაფაელ ნადალს გრუნტის საფარზე მხოლოდ 2 წაგება აქვს - ორივე შემთხვევაში ტიმთან დამარცხდა.

ასევე იხილეთ - ჩეკინატოს ზღაპარი დასრულდა... - ტიმი "როლან გაროსის" ფინალშია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები