ერერას ბილბაოში დაბრუნებას სთავაზობენ - ბასკური კლუბი ტრანსფერზე მუშაობს
Aa
Aa

ერერას ბილბაოში დაბრუნებას სთავაზობენ - ბასკური კლუბი ტრანსფერზე მუშაობს

საფეხბურთო კლუბ ბილბაოს ''ატლეტიკს'' ანდერ ერერას დაბრუნება სურს. მოთამაშეს ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' გაფორმებული ხელშეკრულება შემდეგ ზაფხულში ეწურება, თუმცა ''წითელი ეშმაკები'' ესპანელს ახალ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

ესპანური AS-ის ცნობით შეთანხმების შემთხვევაში ერერა ბასკურ კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ჟოზე მოურინიოს გუნდში ერერა ლიდერი ნამდვილად არაა. პორტუგალიელი სპეციალისტი უპირატესობას ნემანია მატიჩს, პოლ პოგბასა და სკოტ მაკტომინეის ანიჭებს.

ერერამ ''ატლეტიკში'' სამი წელი გაატარა, 2014 წელს კი 33 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადავიდა.

ერერა ბილბაოში დაიბადა, თუმცა ''სარაგოსას'' აღზრდილია. სწორედ ''სარაგოსას'' მაისურით შედგა მისი დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში. 28 წლის ნახევარმცველი 2009-11 წლებში ''სარაგოსას'' ღირსებას იცავდა, 2011-14 წლებში კი ''ატლეტიკის'' შემადგენლობაში ასპარეზობდა. მან ესპანეთის ეროვნულ გუნდში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.

ერერა 2016 წელს ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გახდა. ამავე წელს გაიმარჯვა FA Community Shield-ზე. 2017 წელს მანჩესტერულმა კლუბი ევროპა ლიგის თასი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები